გიგა ბოკერია

19 Oct. 2022, 14:23

აბსოლუტურად ნათელი გახდა უკვე, დღეს კიდევ ერთი დაგვირგვინება ვიხილეთ ამ ძალიან უტიფარი, საზოგადოებისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების, რასაც ივანიშვილის რეჟიმის ეს წარმომადგენელი, კალაძე ავლენს ამ ტრაგედიის ფონზე. იმის ნაცვლად რომ, რაც შეიძლება სწრაფად მიეღო გადაწყვეტილება პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე, შეტევაზეა გადმოსული, მათ შორის, იმ ფონზე, რაც გუშინ მოხდა, როცა ამ ტრაგედიაში მონაწილე ბავშვის პროპაგანდისთვის გამოყენების მცდელობა ჰქონდა. ეს ყველაფერი ივანიშვილის რეჟიმის სტანდარტებითაც კი ძალიან ამაზრზენად გამოიყურება სამწუხაროდ

[...] რაც დრო გავა, აქედან გამომდინარე, ეს ამბავი მორალურად და პოლიტიკურად კიდევ უფრო დამძიმდება. ოღონდ ჩვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ რას გვიქადის მთლიანად ივანიშვილი რეჟიმი, რომლის პროდუქტიც არის კალაძე და რატომ არის ჩვენთვის ეროვნული ამოცანა, რომ ამ გზით ეს ქვეყანა აღარ წავიდეს და ეს რეჟიმი ჩამოსცილდეს ხელისუფლებას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…