თსუ-ში სტუდენტები რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ერთკანდიდატიან არჩევნებს აპროტესტებენ
ფოტო: კადრები ვიდეოდან / ფორმულა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ჯაბა სამუშია ერთადერთია, ვინც არჩევნებში მონაწილეობს.
- თსუ-ის სტუდენტურმა მოძრაობამ შარვაშიძის გადადგომის შემდეგ აცხადებს, რომ "უნივერსიტეტის კლანურ მმართველობას წინასწარ აქვს განსაზღვრული თუ ვინ გახდება რექტორი". წერდნენ იმასაც, რომ სტუდენტები მათ ამის შესაძლებლობას არ მისცემდნენ.
სტუდენტები განმარტავენ, რომ მოვალეობის შემსრულებელი წესდების თანახმად, უნდა აერჩია სამეცნიერო და აკადემიური წრეების ყველა წარმომადგენელს, თუმცა დადგენილება შეცვალეს, რითაც ეს უფლებამოსილება აკადემიურ საბჭოს მიენიჭა.
- მათი თქმით, საბჭომ საარჩევნო ძალაუფლების სრული მონოპოლიზება მოახდინა და ახლა მოვალეობის შემსრულებელსაც და რექტორსაც აკადემიური საბჭო ირჩევს.
- "ამ ცვლილებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამუშიამ, შესაძლოა, მოგვიანებით კენჭი რექტორის პოზიციაზეც იყაროს", — ამბობს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ფორმულასთან.
- "ვიცით, რომ წესდების თანახმად ეს შეუძლებელია ახლა, ,მაგრამ ასევე, შეუძლებელი ჩანდა, რომ მოვალეობის შემსრულებელი აერჩია აკადემიურ საბჭოს".
- "თავიანთი საჭიროებებიდან და სურვილებიდან გამომდინარე მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს,წესდებებში დადგენილებებში და კანონებში სასურველი ცვლილებების შეტანა".
გარდა ამისა, სტუდენტები დიდი ხანია საერთო საერთო საცხოვრებლის შექმნას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა.
- "უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა ადამიანმა, იქნება ეს მოვალეობის შემსრულებელი, თუ რექტორი, სანამ შემოვა, რა სიტუაციაა აქ, რა მოთხოვნები ტრიალებს ბოლო 6 თვის განმავლობაში და მხოლოდ შემდეგ შემოვიდეს".
წესდების შეცვლასა და სისტემურ პრობლემებზე საუბრობს კიდევ ერთი სტუდენტი.
- მისი თქმით, ნებისმიერი წესდება, ეს იქნება განათლების შესახებ კანონი, თუ რექტორის არჩევის წესი, ძირითადად ორიენტირებულია იმაზე, რომ "კომფორტული პირობები შექმნან და სწორედ ის კანდიდატი დანიშნონ, რომელიც პოლიტიკურად და პარტიულად ანგაჟირებულ ადამიანებს სჭირდებათ".
არჩევის წესი: წესდების მიხედვით, რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით.
- ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
- მოვალეობის შესრულებისთვის განსაზღვრული 6-თვიანი ვადის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი რექტორის შესარჩევად.
ჯაბა სამუშია თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორია. ის ასევე იყო თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან.
- ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ თუ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ის ყველა პრობლემურ საკითხს პროფესორებსა და სტუდენტებთან ერთად გაივლის.
- "არ მესმის, ჩემს კანდიდატურაში პრობლემის დანახვის არსი. რას ნიშნავს, ვინმე პრობლემას ხედავს ჩემს კანდიდატურაში?! პრობლემა რაში მდგომარეობს — რამე ცენზი მაკლია და არ მაქვს ეს ცენზი, რომ კენჭი ვიყარო?";
- "უნივერსიტეტთან არაფერი მაკავშირებს და გარედან შევდივარ? ეს ხომ გემოვნების საკითხია, ვიღაცას რაღაც მოსწონს და ვიღაცას რაღაც არ მოსწონს", — ამბობს ის.
არქივიდან: თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა.
- შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე 2016-2020 წლებში პირველი ვადით, 2020 წლიდან კი მეორე ვადით იყო არჩეული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები