თიბისის გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გადაეცა
ფოტო: თიბისი
გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე "ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის" თიბისის კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გადაეცა ნომინაციაში "მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუტები", რომელიც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.
აღნიშნულ ნომინაციაში ჯილდო გადაეცემა ისეთ ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებების შენებას, მათ მდგრად განვითარებას, უზრუნველყოფს სამართლიანობის ხელმისაწვდომობას ყველასთვის, ხელს უწყობს ეფექტიან, ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს და კორპორაციულ კულტურას ყველა დონეზე — არა მხოლოდ ორგანიზაციაში, არამედ ქვეყანაში და მის გარეთ.
თიბისიმ, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინის მხარდასაჭერი არაერთი ინიციატივა წამოიწყო და განახორციელა. ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თიბისის უკრაინელი თანამშრომლების და საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერაზე. თიბისი ჩართულია მთელ რიგ პარტნიორულ პროექტებში, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
"ჩემთვის ძალზედ საამაყო და განსაკუთრებულია დღევანდელი აღიარება. ეს ჯილდო არის იმის დადასტურება, რომ თავისი არსებობის 30 წლის მანძილზე თიბისი ხელს უწყობს მშვიდობიანი საზოგადოების და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შენებას, მათ მდგრად განვითარებას და პასუხისმგებლიანი კორპორაციულ კულტურის ჩამოყალიბებას როგორც თიბისიში, ასევე ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. მდგრადი განვითარებისთვის არსებითია საზოგადოებაში მშვიდობის და სოციალური თანასწორობის მხარდაჭერა. უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ ერთხელ დაგვანახა გლობალურად და ადგილობრივად თანამშრომლობის და პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, კრიზისი პირველივე დღეებიდან, თიბისიმ უკრაინის მხარდასაჭერი არაერთი ინიციატივა განახორციელა. ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ჩვენი უკრაინელი თანამშრომლების და საქართველოში ჩამოსული ომსგამოქცეული უკრაინელების მხარდაჭერაზე, რათა მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ომის შედეგებთან გამკლავების ზეგავლენა და ხელი შევუწყოთ მათი სოციალური ცხოვრების უწყვეტობას", — ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
გაეროს გლობალური შეთანხმების დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აშშ-ს, შვედეთისა და იაპონიის ელჩები, EBRD-ის რეგიონული დირექტორი, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები, უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი, რომლებმაც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოვეს.
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმის, გაეროს გლობალური შეთანხმების, ადგილობრივ ქსელს. იგი მუშაობს საქართველოს მდგრად განვითარებაში პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის ხელშეწყობის გზით გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესაბამისად, ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოს დაცვის და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ხელს უწყობს ბიზნეს სექტორის ჩართულობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში. ქსელია მიზანია, ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები