მოსამართლემ დაადასტურა, რომ სასამართლოს თანამშრომლებმა განაჩენის დადგომამდე ბასილაშვილთან ფოტოები გადაიღეს
ამის შესახებ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ბასილაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 20 ოქტომბერს დოროყაშვილის უფლებადამცველმა, ანა აბაშიძემ დაწერა, რომ სასამართლოს თანამშრომლები შესვენების დროს ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტოებს იღებდნენ.
- მოსამართლე ამბობდა, რომ გადაწყვეტილებას ის იღებს და არა თანამშრომლები, თანაშემწეები ან მდივნები და პრობლემას ვერ ხედავდა.
- ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობას ედავებოდნენ.
დეტალები: მოსამართლემ დღეს დაადასტურა, რომ სასამართლოს თანამშრომლებმა ფოტოები ნამდვილად გადაიღეს და ჰქონდათ "გარკვეული კომუნიკაცია" ბრალდებულთან.
- მისი თქმით, მაშინ როცა ამის შესახებ მოისმინა, საქმის კურსში არ იყო.
- "როგორც კი სხდომა დასრულდა, სასამართლომ მოიკვლია ეს საკითხი, დავადგინე, რომ რომ ნამდვილად ჰქონდა აღნიშნულს ადგილი".
- "ჩავთვალე, რომ ეს იყო არაეთიკური ქცევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, ამიტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ამ ყველაფერს მიეცემა მისი სამართლებრივი შეფასება", — განაცხადა ხარჩილავამ.
სასამართლოს გადაწყვეტილება: დღესვე, 21 ოქტომბერს ბასილაშვილს გაამართლეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში.
- ასევე, ამავე მუხლით, 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდში და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდში.
- გარდა ამისი, მოსამართლე ხარჩილავამ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით. საუბარია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდზე.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინებით ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო.
- "გირაო შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა", — თქვა ხარჩილავამ.
- "ბასილაშვილს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი".
პროკურატურა აცხადებს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები