არჩილ თალაკვაძე

24 Oct. 2022, 16:51

მიუღებელია, როდესაც საქართველოში რუსეთის მთავარი მოკავშირე, სააკაშვილი, რომელმაც ყველა ანტიევროპული საქმე გააკეთა, დაკარგა ტერიტორიები, დაარღვია ადამიანის უფლებები, ხელყო საკუთრების უფლება, დაარბია და დააპატიმრა მედია, რომელიმე რეზოლუციაში იყოს მოხსენიებული, რომ თითქოს ის პუტინისა და რუსეთის მოწინააღმდეგეა. პირიქით, ამ წლების განმავლობაში, მან ყველაზე მეტი რუსული საქმე გააკეთა უახლეს ისტორიაში....

უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უპირობოდ ძლიერი რჩება, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის საკითხის უკრაინასთან დაკავშირება ჩვენთვის არის გაუგებარიც და მიუღებელიც.

ასე ეხმაურება დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას, რომელსაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. რეზოლუციით დეპუტატებმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარეს. მმართველი გუნდი რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული, "ნაუცბადევად შეპარულს" უწოდებენ და პარტიულ ინტერესებს ხედავენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…