კანი კინოფესტივალი: უმა თურმანის ვერდიქტი და აპლოდისმენტები ტექნიკურ პერსონალს
გუშინ კანის კინოფესტივალზე წინა საფინალო დღე იყო.
ჟიურიმ, რომელსაც უმა თურმანის ხელმძღვანელობდა Un certain regard, ანუ განსხვავებული ხედვის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.
მანამდე წინ თითქმის მთელი თავისუფალი დღე იყო, ამიტომ გადავწყვიტე ქალაქი კიდევ ერთხელ დამეთვალიერებინა.
კანში ყოფნის დროს ერთადერთ დისკომფორტს რაც გიქმნის ინგლისურად მოსაუბრე პერსონალის ნაკლებობაა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ხვდებიან, რომ ფრანგული არ გესმის თავისას არ იშლიან და მშობლიურ ენაზე გესაუბრებიან.
სხვა, თითქმის ყველაფერი იდელურია, განსაკუთრებით მათთვის ვისაც კინო უყვარს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გხვდება სუვენირების მაღაზია, სადაც კინოს თემატიკაზე შექმნილი წვრილ-წვრილი სუვენირების გარდა, შეგიძლიათ შეიძინოთ თეთრეული, ჭურჭელი, პოსტერები და საჭმელიც კი, რომელიც თქვენს საყვარელ ფილმს გაგახსენებთ.
ერთ ქუჩაზე გადააწყდებით ბოსტნეულის, ხილის, თევზეულისა და ხორცის მაღაზიებს, მათ გადაღმა კი ერთმანეთის მიყოლებით ათასგვარი შოკოლადის პატარა მარკეტებია ჩამწკრივებული.
ერთი ქუჩიდან მეორეზე გადიხარ, შემდეგ კიდევ ერთ ქუჩას კვეთ და საბოლოოდ ყველა ქუჩას ფესტივალების სასახლესთან მიჰყავხარ.
დღეს, აქ როგორც უკვე გითხარით, განსხვავებული ხედვის გამარჯვებულები დაასახელეს.
საუკეთესო მსახიობი ქალი ჟასმინ ტრონკა გახდა, სერხიო კასტელიტოს ფილმისთვის ფორტუნატა.
საუკეთესო პოეტური თხრობისთვის ჟიურიმ ჯილდო მეთიუ ამერლიკს გადასცა, ფილმისთვის ბარბარა.
განსხვავებული ხედვის საუკეთესო რეჟისორი ტეილორ შერიდანი გახდა, კინოსურათისთვის ველური მდინარე Wild River.
ჟიურის სპეციალური პრიზი კი მიშენ ფრანკოს ფილმს აპრილის ქალიშვილს გადაეცა.
რაც შეეხება განსხვავებული ხედვის მთავარი პრიზს, ის ირანელმა რეჟისორმა მუჰამედ რასუფოვმა მიიღო, ფილმისთვის ინტეგრირებული კაცი.
სიუჟტი ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს. მთავარ პერსონაჟს სოფელში საკუთარი თევზსაშენი აქვს გაკეთებული, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ მეზობელი, რომელსაც მისი მიწის მისაკუთრება სურს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოჯახმა ტერიტორია დატოვოს. მტრობას კი როგორც წესი, უამრავ პრობლემას აჩენს.
სიმართლე რომ ითქვას, უმა თურმანმა და ჟიურის სხვა წევრებმა ფილმს მხოლოდ იმიტომ გადასცეს ჯილდო, რომ ის ირანშია გადაღებული და მასში ძალიან ბევრი გამბედავი დიალოგია, ამასთანავე ნათლად არის ნაჩვენები ის კორუფცია და ნეპოტიზმი, რომელსაც ირანში ფესვები ღრმად აქვს გადგმული.
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზა და ალბათ ფილმის იდეის გამტარებელიც ის იყო, როდესაც ერთ-ერთი პერსონაჟი მეორეს ეუბნება: "ამ ქვეყანაში ან ჩაგრული ხარ ან მჩაგვრელი, სხვა პერსპექტივა არ არსებობს. მე მაგალითად ერთადერთი ოცნება მაქვს, მინდა წიგნი ცენზურის გარეშე ვთარგმნო."
რეალურად, ფილმიც ამაზეა - მუდმივ შიშზე, რომ ვიღაცამ, ვისაც შენზე მეტი გავლენა აქვს, შესაძლოა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შენს ისედაც არამყარ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად გამოაცალოს საძირკველი.
თუმცა ფილმი ასევე გვეუბნება, გახსოვდეს, ასეთ გარემოში თვალები ყოველთვის ფართოდ უნდა გქონდეს გახელილი, შესაძლებელია შენი რეალური მტერი ის არ აღმოჩნდეს ვინც გგონია და სინამდვილეში, ადამიანი რომელსაც მეგობრად თვლიდი, შენი ხელით საკუთარი დიდებისაკენ იკვალავს გზას.
გამარჯვებულების დასახელებაზე კიდევ უფრო ამაღელვებელი მომენტი იყო როდესაც განსხვავებული ხედვის დახურვის ცერემონიაზე სცენა ფესტივალის ორგანიზატორებმა კინოთეატრის ტექნიკურ პერსონალსა და დაცვას დაუთმო, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და დილის 7 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე არასდროს ეზარებოდათ გაეღიმათ, სწორი გზა ესწავლებინათ, შეკითხვებზე ეპასუხათ და რაც მთავარია, უსაფრთხოება დაეცვათ.
ფოტო: On.ge
როგორც ამბობენ, კანის ფესტივალზე წელს 16 მილიონი ევრო მხოლოდ უსაფრთხოების დაცვას მოხმარდა, ეს აქაურობას ეტყობოდა კიდევაც. ხმელეთიდან, ზღვიდან თუ ჰაერიდან ყოველთვის გრძნობდი, რომ საშიში არაფერი არ იყო, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რამდენიმე ათეული პოლიციელი გხვდებოდა და ხანდახან, მართალია, სრულიად უმიზეზოდ გჩხრეკდნენ, მაგრამ ესეც შენივე უსაფრთხოებისთვის კეთდება.
დღეს, მაგალითად, ევა გრინისა და რომან პოლანსკის პრესკონფერენციაზე შესვლამდე, ჩანთა მოსაცდელში დავტოვე და მოსაწევად გავედი, უკან დაბრუნებულმა კი დავინახე, რომ ჩანთასთან დაცვის სამსახური იყო მობილიზებული და არკვევდნენ ვინმესთვის საშიშროებას ხომ არ წარმოადგენდა. როცა ყველაფერი გავარკვიეთ მთხოვეს, რომ მეორედ ჩანთა ასე აღარ დამეტოვებინა, რადგან მსგავსმა ფაქტმა შესაძლოა მთელი ფესტივალის სასახლის ევაკუაცია გამოიწვიოს.
დღეს კანში ჩემი ყოფნის ბოლო დღეა, ერთი სული მაქვს გავიგო, ბოლოს და ბოლოს ვინ გახდება წელს ოქროს პალმის რტოს მფლობელი. შემდეგ კი დროის ათვლა მომდევნო მაისამდე დაიწყება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები