30 მაისს ივენთ ჰოლში ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Shobaleader One დაუკრავს
ფოტო: SHOBALEADER ONE
SOU 2017-ის ფარგლებში, 30 მაისს, Tbilisi Event Hall ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის უახლესი ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ბრიტანული ტალღის ერთ-ერთი ლეგენდარულ ფიგურას, Squarepusher-ის ფსევდონიმით ცნობილს ტომ ჯენკინსონს უმასპინძლებს.
ტომ ჯენკინსონი ქართველი მაყურებლის წინაშე პროექტ Shobaleader One-ით სამ მუსიკოსთან (Strobe Nazard, Squarepusher, Company Laser და Arg Nution) ერთად წარსდგება. ისინი სრულიად ახალ ნამუშევარს, Elektrac წარმოგვიდგენენ.
მუსიკალური სამყაროსთვის Squarepusher-ის სახელით ცნობილი ტომ ჯენკინსონი, ბრიტანელი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია. იგი თვითნასწავლი ბასისტია, რომელიც კომპოზიციურ სტრუქტურას, აუდიო მასალის ჩაწერას და მიქსინგს თავადვე აკეთებს.
ფოტო: Electronic Beats
მისი პირველი მუსიკალური ჩანაწერები 1994 წელს გამოჩნდა და მუსიკალური თვალსაზრისით, იმდროინდელ ბრიტანულ Drum'N'Bass ტალღას შეესაბამებოდა. დებიუტიდან 20 წლის შემდეგ, მუსიკისადმი მისი ინოვაციური მიდგომა არ შეცვლილა. 2015 წელს რობოტებისგან შემდგარ ბენდთან თანამშრომლობით ალბომი გამოუშვა.
Shobaleader One სხვადასხვა სესიური მუსიკოსებისგან შექმნილი ჯგუფია, რომელიც ჯენკინსონის მუსიკის შესრულებას უკვე ბენდის ფორმატში ცდილობს. 2017 წელს გამოშვებული მათი მეორე ალბომი Elektrac უფრო ფანკი და პროგრესული ჟღერადობით გამოირჩევა, სადაც ყველა წევრის მნიშვნელობა თანაბარია. Elektrac მისტიური ბენდის, Shobaleader One-ის მეორე ალბომია, რომელიც Squarepusher-ის კლასიკად ქცეული 11 კომპოზიციის რეინტერპრეტაციისგან შედგება. ჯგუფის პირველი ალბომი საშუალო ტემპის, R&B ნარევი ფანკ ჩანაწერი იყო, ახალ რელიზში კი მსმენელი სწრაფ ჯაზ-ფანკს, მეტალისა და პროგრესული როკის ნაზავს შეხვდება.
Elektrac ლაივ ჩანაწერია, რომელშიც თავს ჯენკინსონის ადრეული, ბენდის მიერ გაცოცხლებული, ნამუშევრებიც იყრის. კომპოზიციების უმეტესობაში საგულისხმოა დრამის პარტიები და მისი შესრულების ტექნიკური მახასიათებლები. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 1990-იანი წლების დრილ-ნ-ბასის ჩანაწერებში არსებული ტემპის ცოცხალი შესრულება. მართალია, ალბომში თითოეულ მუსიკოსი თანაბრად არის წარმოდგენილი, მაგრამ Squarepusher-ის თავისუფალი ბას-სოლოებისთვის ადგილი მაინც რჩება.
ფოტო: Unknow
30 მაისის ღონისძიება არამხოლოდ გენიალური მუსიკით, არამედ ეფექტური ვიზუალური გაფორმებითაც იქნება გალამაზებული. ღონისძიებას Tbilisi Event Hall მასპინძლობს და ის 22:00-ზე დაიწყება.
ბილეთები 25 ლარი ღირს და მისი შეძენა TKT.GE-ზე შეგიძლიათ.
შეგახსენებთ, რომ თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, SOU Festival 2017, 15 მაისს დაიწყო და 5 ივლისამდე გაგრძელდება. Sou Festival 2017 "Check in Georgia"-ს ფარგლებში იმართება .
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები