თიბისი ლიზინგმა და კავკასიის ავტოიმპორტმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
თიბისი ლიზინგმა და კავკასიის ავტოიმპორტმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. საქართველოს სალიზინგო ბაზრის წამყვანი ორგანიზაციისა და აღმოსავლეთ ევროპის ავტოიმპორტიორთა შორის ლიდერი კომპანიის პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებელი კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად შეძლებს აშშ-ს აუქციონებზე სასურველი ავტომობილის შეძენასა და საქართველომდე ტრანსპორტირებას.
"თიბისი ლიზინგისთვის ავტოინდუსტრია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ჩვენი პორტფელის ფაქტობრივად 20%, 60 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსებული აქტივით სწორედ ამ სექტორზე მოდის. მეორე მხრივ, მზარდია ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენისა და იმპორტის ტენდენცია, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ მიმართულებითაც გაგვემარტივებინა მომხმარებლისთვის ცხოვრება. კავკასიის ავტოიმპორტის 18 წლიანი, წარმატებული საერთაშორისო გამოცდილებითა და ჩვენი გუნდის ჩართულობით, შეიქმნა ახალი, მოქნილი პროდუქტი, რომლითაც უცხოეთში არსებული ავტომობილის ღირებულების 80% ვაფინანსებთ, ადგილზე ჩამოსვლის შემდგომ კი უზრუნველყოფის საგნად აქტივს ვიღებთ, რაც აღნიშნული პროდუქტს სიმარტივეს სძენს," — აცხადებს ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.
"კავკასიის ავტოიმპორტი 2004 წელს დაარსდა და რეგიონში უმსხვილესი ავტოიმპორტიორია. კომპანია წარმოდგენილია ფილიალების ფართო ქსელით 6 ქვეყნის მასშტაბით. 18 წლის მანძილზე ჩვენ 500 000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი განვახორციელეთ. კომპანია 2018 წლიდან Copart-ის ოფიციალური პარტნიორია, რამაც დიდი შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა და კიდევ უფრო გაამარტივა წვდომა მსოფლიოს უმსხვილეს ავტოაუქციონებზე. კავკასიის ავტოიმპორტსა და თიბისი ლიზინგს შორის მჭიდრო პარტნიორობის შედეგად, შეიქმნა რეგიონში უპრეცედენტო და მარტივი დაფინანსების პროდუქტი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საუკეთესო პირობებით შეიძინოს ავტომობილი აშშ-ს ავტოაუქციონებზე, რაც მთავარია საბაზროზე გაცილებით ნაკლებ ფასად," — ამბობს ალექსანდრე ვეკუა, კავკასიის ავტოიმპორტის დირექტორი.
თიბისი ლიზინგის შესახებ: თიბისი ლიზინგი საქართველოში თიბისი ჯგუფის წევრსა და უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს. ორგანიზაცია 2003 წელს დაარსდა და 2021 წლის მონაცემებით, ბაზარზე 2300 კლიენტით არის წარმოდგენილი. კომპანია ბაზრის 76%-იან წილს ფლობს და მართავს 330 მილიონი ლარის პორტფელს, რითაც სალიზინგო ბაზრის ლიდერია საქართველოში.
კავკასიის ავტოიმპორტის შესახებ: კავკასიის ავტოიმპორტი, 2004 წელს დაარსდა და 18 წელია, კომპანიას ავტოიმპორტიორთა შორის ლიდერის პოზიცის იკავებს აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. კომპანიის 23 დეპარტამენტი და 700-მდე პროფესიონალი თანამშრომელი კერძო პირებსა და დილერებს წვდომას აძლევს აშშ-ს საავტომობილო ბაზარზე, უზრუნველყოფს ავტომობილების შესყიდვასა და მათ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას. კომპანია ლიცენზირებულია, მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს წამყვან საავტომობილო აუქციონებზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები