ვოლოდიმირ ზელენსკი

28 Oct. 2022, 23:20

დღეს მტერი ავრცელებს ინფორმაციას მათი მობილიზაციის სავარაუდო დასრულების შესახებ... რუსეთის მოქალაქეების ფრონტზე გაგზავნის ახალი ტალღების სავარაუდო აუცილებლობის შესახებ.

ფრონტზე სრულიად განსხვავებულად ვგრძნობთ თავს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს გაზარდოს ზეწოლა ჩვენს პოზიციებზე მობილიზებული ადამიანების გამოყენებით, ისინი იმდენად ცუდად არიან მომზადებულნი და აღჭურვილნი, რომ ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ რუსეთს შეიძლება მალე დასჭირდეს ხალხის ომში გაგზავნის ახალი ტალღა. ჩვენ ამისთვის ვემზადებით — ვემზადებით იმისთვის, რომ რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა ომის გასაგრძელებლად ნებისმიერ ახალ ხერხს ეძებს. განსაკუთრებით ირანში მისი თანამზრახველების წყალობით.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები. ყოველდღიურად ვაძლიერებთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის, პირველ რიგში, ენერგეტიკის დაცვას.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს. დღეს, 28 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინის ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…