რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებს — რა მოხდა
ფოტო: Umit Bektas/Reuters
ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ხელი რუსმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა 22 ივლისს, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მოაწერეს.
- ამ შეთანხმების მისაღწევად ოთხმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და რუსეთ-უკრაინის გარდა, თურქეთი და გაერო იყო ჩართული.
-
უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, პორტების დაბლოკვის გამო უკრაინიდან ექსპორტი გაჩერებული იყო.
-
ეს სურსათის გლობალური კრიზისის საფრთხეს ქმნიდა, რაც ფასების უპრეცედენტო ზრდაზეც აისახა.
დეტალები: რუსული მხარე ამტკიცებს, რომ შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზი 29 ოქტომბერს, სევასტოპოლის ყურეში მომხდარი თავდასხმა გახდა, რასაც რუსეთი ტერორისტულ აქტს უწოდებს, "უკრაინული რეჟიმისა და ბრიტანელი სპეციალისტების" მონაწილეობით.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო შავი ზღვის ფლოტის გემები, რომლებიც მარცვლეულის დერეფნის დაცვაში მონაწილეობდნენ.
- კონაშენკოვმა, ასევე, დაადანაშაულა ბრიტანეთის საზღვაო ფლოტი ჩრდილოეთის ნაკადი 1 და ჩრდილოეთ ნაკადი 2 მილსადენებზე ტერორისტული აქტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთმა შორსმჭვრეტელი საბაბი იპოვა, გამოსულიყო მარცვლეულის შეთანხმებიდან.
- "მოსკოვი ბლოკავს მარცვლეულის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს შიმშილის თამაშები და დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს", — ამბობს კულება.
ბრალდებას უარყოფს, უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელიც.
- ნატალია გუმენიუკის განაცხადებით, რუსეთის ბრალდებაზე ოფიციალური პასუხი მზადდება, რომელიც "სავსე იქნება ფაქტებით".
ეპიკური მასშტაბის ტყუილი — ასე გამოეხმაურა მომხდარს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.
- უწყება ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში უკანონო შეჭრასთან დაკავშირებული კატასტროფული სიტუაციიდან.
შეთანხმების მიხედვით, უკრაინის პორტები მარცვლეულის ექსპორტისთვის განიბლოკა. სტამბულში, გაეროს ეგიდით, შეიქმნა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი (JCC), რომელშიც მხარეები უზრუნველყოფდნენ ინიციატივის შესრულების ზოგად ზედამხედველობას.
- არც ერთი სამხედრო ხომალდი, თვითმფრინავი, უპილოტო საფრენი აპარატი არ შეიძლება მიახლოებოდა საზღვაო ჰუმანიტარულ დერეფანს შეთანხმებულ მანძილზე უფრო ახლოს.
- ამ ინიციატივაში მონაწილე ყველა სავაჭრო გემი ექვემდებარებოდა ინსპექტირებას თურქეთის მიერ დანიშნულ ნავსადგურებში, თურქეთის სრუტის შესასვლელ/გასასვლელში.
- ხოლო უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ყველა აქტივობა უკრაინის უფლებამოსილებით ხორციელდებოდა.
- შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნის პორტების კონტროლი მთლიანად უკრაინულ მხარეს დარჩენოდა.
- ხელშეკრულება ძალაში უნდა ყოფილიყო ხელმოწერიდან 120 დღის განმავლობაში და ავტომატურად განახლებულიყო, თუ არცერთი მხარე არ მიუთითებდა, რომ სურდა მისი შეწყვეტა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები