რას ამბობს აშშ, ევროკავშირი და გაერო მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლაზე
ფოტო: Chris McGrath/Getty Images
ენტონი ბლინკენმა, ჯოზეფ ბორელმა და ანტონიო გუტერეშმა შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია — ომის დაწყების შემდეგ, პორტების დაბლოკვის გამო ექსპორტი გაჩერებული იყო, რაც გლობალური კრიზისის საფრთხეს ქმნიდა.
- ქვეყნიდან მარცვლეულის გატანაზე შეთანხმების მისაღწევად ოთხმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და რუსეთ-უკრაინის გარდა, თურქეთი და გაერო იყო ჩართული.
- ექსპორტზე შეთანხმებას რუსმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა 22 ივლისს, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მოაწერეს ხელი.
- ამოქმედების შემდეგ უკრაინამ რამდენჯერმე დაადანაშაულა რუსეთი სამშვიდობო გემების დაბომბვაში — შეფერხებების მიუხედავად უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის გატანა მოხერხდა.
- თუმცა 29 ოქტომბერს რუსეთმა განაცხადა, რომ სევასტოპოლის ყურეში თავდასხმის გამო, შეთანხმებას ტოვებდა — მათი მტკიცებით, თავდასხმის სამიზნე მარცვლეულის დერეფნის დაცვაში მონაწილე გემები იყო.
უკრაინის პასუხი: საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთმა შორსმჭვრეტელი საბაბი იპოვა, გამოსულიყო მარცვლეულის შეთანხმებიდან.
- "მოსკოვი ბლოკავს მარცვლეულის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს შიმშილის თამაშები და დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს", — ამბობს კულება.
- ბრალდებას უარყოფს, უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელიც.
საერთაშორისო გამოხმაურება: გაეროს გენერალური მდივანი გამოხატავს მყარ მხარდაჭერას, რომ მარცვლეულის შეთანხმება გაგრძელდეს.
- მისი პრესსპიკერის განცხადებით, შეთანხმება აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს გლობალური სასურსათო უსაფრთხოება, შესაბამისად, გაერო მზად არის იმუშაოს ყველა მხარესთან.
- ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა დატვიტა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად შექმნილ გზებს — ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს შეთანხმებას.
- აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კი განაცხადა, რომ შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი კვლავ იარაღად იყენებს საკვებს, რაც ამწვავებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს.
შეთანხმების მიხედვით, უკრაინის პორტები მარცვლეულის ექსპორტისთვის განიბლოკა. სტამბულში, გაეროს ეგიდით, შეიქმნა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი (JCC), რომელშიც მხარეები უზრუნველყოფდნენ ინიციატივის შესრულების ზოგად ზედამხედველობას.
- არც ერთი სამხედრო ხომალდი, თვითმფრინავი, უპილოტო საფრენი აპარატი არ შეიძლება მიახლოებოდა საზღვაო ჰუმანიტარულ დერეფანს შეთანხმებულ მანძილზე უფრო ახლოს.
- ამ ინიციატივაში მონაწილე ყველა სავაჭრო გემი ექვემდებარებოდა ინსპექტირებას თურქეთის მიერ დანიშნულ ნავსადგურებში, თურქეთის სრუტის შესასვლელ/გასასვლელში.
- ხოლო უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ყველა აქტივობა უკრაინის უფლებამოსილებით ხორციელდებოდა.
- შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნის პორტების კონტროლი მთლიანად უკრაინულ მხარეს დარჩენოდა.
- ხელშეკრულება ძალაში უნდა ყოფილიყო ხელმოწერიდან 120 დღის განმავლობაში და ავტომატურად განახლებულიყო, თუ არცერთი მხარე არ მიუთითებდა, რომ სურდა მისი შეწყვეტა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები