თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხმარებლებისთვის თიბისი კონცეპტის სივრცე გაიხსნა
ფოტო: თიბისი
თიბისი კონცეპტისა და Primeclass-ის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თიბისი კონცეპტის სივრცე გაიხსნა. სივრცე თიბისის Concept და WM (დაგროვილი კაპიტალის მართვის) მომხმარებლებს მოემსახურება და მათთვის მოგზაურობისას მეტი კომფორტის და კარგი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
თიბისი კონცეპტის სივრცე აერთიანებს ძალიან კომფორტულ გარემოს მგზავრებისთვის, საკვებისა და სასმელის მრავალფეროვან მენიუს, მცირე ბიბლიოთეკას, ჟურნალ-გაზეთებს, სწრაფ ინტერნეტს, ინფორმაციას ფრენებზე და სხვა შეთავაზებებს.
თიბისი კონცეპტის სივრცით ისარგებლებენ თიბისი კონცეპტის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლები, რომლებიც ფლობენ ბარათებს: Visa Infinite, Visa Signature, Visa Platinum, Mastercard World Elite და Mastercard Platinum.
თიბისის მიზანია პერსონალურ საბანკო მომსახურებაში, ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში და ცხოვრებას გაუმარტივებს.
"თიბისი მუდმივად ზრუნავს ადამიანებზე, რომ გაუმარტივოს მათ ცხოვრება. ჩვენი მომხმარებლები ბევრს მოგზაურობენ, როგორც საკუთარი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ისე ბიზნეს საქმიანობისთვის. თბილისის აეროპორტში თიბისი კონცეპტის სივრცის გახსნით მოგზაურობის პროცესი უფრო სასიამოვნო და მარტივი გახდება. ადამიანებს შეეძლებათ, გაფრენას უფრო წყნარ გარემოში დაელოდონ ან მშვიდად აკეთონ თავიანთი საქმე", — აცხადებს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
"მგზავრებმა ჩვენთან თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ — ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ამიტომ მივესალმებით Primeclass Lounge-ში ახალი სივრცის გახსნას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუმრები ისიამოვნებენ ამ ახალ სივრცეში თავიანთი მოსვლით და გამგზავრებამდე სასიამოვნო ლოდინის გამოცდილება ექნებათ", — აცხადებს თეა ზაქარაძე, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი.
"ჩვენთვის საინტერესოა თიბისი ბანკთან ერთად ახალი მოგზაურობის დაწყება. როგორც TAV -ის საოპერაციო სერვისები, ჩვენ ვმასპინძლობთ წელიწადში 5 მილიონზე მეტ ადამიანს, 19 ქვეყნის თითქმის 80-მდე ლაუნჯში. ჩვენ ახლახან განვახორციელეთ რამდენიმე თანამშრომლობა სხვადასხვა ინდუსტრიის პარტნიორებთან. ვაპირებთ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გავაფართოოთ. ჩვენი საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებით მომხმარებლებს საუკეთესო სერვისს შევთავაზებთ ამ ახალ და საინტერესო სივრცეში, რომელიც განვახორციელეთ თიბისისთან, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ბანკთან ერთად. აეროპორტის მასპინძლობაში ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ თიბისის რჩეული პარტნიორი", — აცხადებს გუჩლუ ბატკინი, TAV-ის საოპერაციო სერვისების აღმასრულებელი დირექტორი.
სივრცე, რომელიც თიბისის მოგზაურ მომხმარებლებს 31 ოქტომბრიდან მოემსახურება და მგზავრობისას უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის მათ, თიბისის უკვე არსებული ფორმატის, მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის ანალოგიურად შეიქმნა.
TAV საოპერაციო სერვისები, TAV Airports Holding-ისა და Groupe ADP-ის შვილობილი კომპანია, არის აეროპორტებისა და ტურისტული მასპინძლობის სერვისების წამყვანი გლობალური პროვაიდერი. კომპანია ფუნქციონირებს 19 ქვეყანაში, სადაც 80-მდე ლაუნჯის მეშვეობით სთავაზობს პრემიუმ მგზავრთა მომსახურების ფართო სპექტრს. TAV საოპერაციო სერვისების პორტფოლიო მოიცავს პრემიუმ და დამხმარე სერვისებს, როგორიცაა Meet & Greet, Fast Track, Loyalty Platform და Commercial Area Management TAV-ის ბრენდის აეროპორტებში. კომპანია ემსახურება გლობალური ბრენდის არქიტექტურას, მათ შორის Primeclass, TAV Passport, Tavport.com, LoungeMe, Airporteasy.com და HelloSky Air Rooms. TAV საოპერაციო სერვისები მიზნად ისახავს სტუმრებს მიაწოდოს მომხმარებელთა უწყვეტი მოგზაურობა ყველა შეხების წერტილში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები