რესტორანმა "წისქვილმა" FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards-ზე ოქროს ჯილდო მოიპოვა
28 ოქტომბერს, საქართველოში პირველად FIABCI-Georgia-სა და Property Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 გაიმართა. ცერემონიალზე გამარჯვებულები სულ 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ. სავაჭრო ფართების (Retail) კატეგორიაში კი მთავარი, ოქროს ჯილდო ჟიურიმ რესტორან "წისქვილს" გადასცა.
"'წისქვილი' არ არის მხოლოდ კვების ობიექტი, მისი გარემო ვიზიტორებს აძლევს ემოციას, რომელიც მათ თან დიდხანს მიჰყვებათ. უცხოელებისთვის კი ჩვენთან სტუმრობა არის ქართული კულინარიის, კულტურის, ფოლკლორისა და არქიტექტურის გაცნობის საუკეთესო საშუალება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟიურისა და დაჯილდოების ორგანიზატორებს 'წისქვილის' ამ მახასიათებლების დანახვისა და დაფასებისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჯილდო", – ამბობს "წისქვილი ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შველიძე.
FIABCI World Prix d'Excellence, რომელიც უძრავი ქონების ოსკარად მიიჩნევა, ადგენს უძრავი ქონების შესაბამისობას საერთაშორისოდ აღიარებულ კრიტერიუმებთან. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური, ასევე, აფასებს პროექტის ინოვაციურობასა და მის ესთეტიკურსა და ფუნქციურ მხარეებს.
"ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ყველა აღიარება. ეს არის ერთგვარი სტიმულიც, გავაგრძელო ამ სივრცის გაუმჯობესება და მის დიზაინზე მუშაობა, რათა 'წისქვილში' მოსულმა ყველა სტუმარმა თავი გამორჩეულად იგრძნოს", — განაცხადა "სტუდიო-9-ის" მთავარმა არქიტექტორმა მამუკა ჩხაიძემ, რომელსაც "წისქვილი ჯგუფის" რესტორნების არქიტექტურული კონცეფცია და დიზაინი ეკუთვნის. ამასთან ერთად, ის "წისქვილი ჯგუფის" დამფუძნებელია.
მშენებლობის სექტორის გამორჩეულ მონაწილეთა და დაჯილდოების გამარჯვებულთა რიგებში მოხვედრა "წისქვილი ჯგუფს" FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა, ლიკა ქარდავამაც მიულოცა.
"დაჯილდოების მიზანი ინოვაციური, კარგად ნაფიქრი კონცეფციისა და მაღალი სტანდარტის შენობების და პროექტების გამოვლენა იყო. ასევე, იმ ადამიანების, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ გარემოს ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით. ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება მარტივი არ არის, ამიტომ ვულოცავ 'წისქვილი ჯგუფს' წარდგენილ ნომინაციაში ოქროს ჯილდოს მოპოვებას", — განაცხადა ლიკა ქარდავამ.
FIABCI World Prix d'Excellence-ს ჯილდო გამარჯვებულებს ანიჭებს უფლებას გამოიყენონ Prix-ის ლოგო. ამასთან ერთად, ისინი იღებენ წვდომას FIABCI-ის უნიკალურ საერთაშორისო პლატფორმასა და ქსელზე, რომელიც მოიცავს 60-ზე მეტ წევრ ქვეყანას და 120-ზე მეტ უძრავი ქონების პროფესიულ ორგანიზაციას.
FIABCI Prix d’Excellence-ს 30 წლიანი ისტორია აქვს. კავკასიის რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც დაჯილდოებას უმასპინძლა. ღონისძიების მიზანი უძრავი ქონების ბაზარზე მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები