პრო ბონო პროექტი — "თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
კორპორაციული მოხალისეობა, იგივე პრო ბონო, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც კომპანიების თანამშრომლების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით სხვების საქმიანობის გაძლიერებას გულისხმობს.
სოციალურ საწარმოთა ალიანსის წევრი ორგანიზაციებისთვის ცოდნის გაზიარებაზე ამჯერად თეგეტა ჰოლდინგმა იზრუნა. პროექტის ფარგლებში, სოციალურ მეწარმეებს კომპანიის თანამშრომლების ჩართულობით ჩაუტარდათ ექსპრესკურსები სოციალურ მედიამენეჯმენტსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. პროექტის მიზანია მეწარმეების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება შემდგომში თავიანთი საქმიანობის ეფექტურად სამართავად.
სოციალურ საწარმოთა ალიანსი, რომელიც საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს აერთიანებს, 2016 წელს დაარსდა და დღემდე აქტიურად ცდილობს ქვეყანაში სფეროს განვითარებას. როგორც ალიანსში აცხადებენ, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია კერძო კომპანიების მხარდაჭერა.
"სოციალური მეწარმეები ძირითადად არასამთავრობო სექტორში 'დაბადებული' მეწარმეები არიან, შესაბამისად, ბიზნესმიმართულებებით სხვადასხვა უნარების გაძლიერება და დახვეწა მნიშვნელოვანია. პრო ბონო თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია იმ კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც თითოეული მიმართულებით სფეროს პროფესიონალებს აერთიანებენ. ასე დავმეგობრდით 'თეგეტა ჰოლდინგთან' და განვახორციელეთ პირველი გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ზაფხულში დაიწყო და ორ ეტაპად ჩატარდა. ექსპრესკურსების თემები წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე, სოციალური მეწარმეების საჭიროებებიდან გამომდინარე შევარჩიეთ. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს სოციალური საწარმოების გაძლიერებას, განვითარებასა და მომხმარებლების რაოდენობის გაზრდას. ეს, თავის მხრივ, გარემოსა თუ საზოგადოებაზე უფრო მეტ დადებით სოციალურ გავლენას ნიშნავს. ვფიქრობ, როგორც ჩვენთვის, ისე თეგეტა ჰოლდინგისთვის საინტერესო გამოცდილება იყო ამ პროექტზე მუშაობა და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", — აცხადებს სალომე კუსიანი, ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი.
პროექტის პირველი ეტაპი 2022 წლის ზაფხულში შედგა, რომლის ფარგლებშიც სოციალური მედიამენეჯმენტის ექსპრესკურსი ჩატარდა. მეორე ეტაპი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსს მოიცავდა, შემოდგომაზე განხორციელდა.
"ჩვენს სოციალურ საწარმოში, რომელშიც შრომითი ინტეგრაციის სივრცეა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, ვქმნით ხის სათამაშოებსა და ნაკეთობებს, რაც ბავშვებს წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში ეხმარება. კურსები კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის ახალი ცოდნის მიღების თვალსაზრისით. ლექტორების მიერ გაზიარებულმა გამოცდილებამ საშუალება მოგვცა, სწორად და ეფექტურად წარმოგვეჩინა ჩვენი ორგანიზაცია. დადარის გვერდი სოციალურ ქსელში უკვე განვაახლეთ და ვცდილობთ, ყოველი ახალი კომუნიკაცია სწორი არხითა და ფორმით წარვმართოთ", — აცხადებს ნინო გელაშვილი, სოციალური საწარმო დადარის გაყიდვების მენეჯერი.
პრო ბონო პროექტის ფარგლებში, თეგეტა ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თათია ხორბალაძემ 30-მდე სოციალურ მეწარმეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპრეს კურსი ჩაუტარა, რომელიც 1,5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყოველკვირეულმა შეხვედრებმა ჯამში 12 სამუშაო საათი მოიცვა. სოციალური მედიის მოკლე კურსს, რეკლამირების მიმართულებით თეგეტას ციფრული რეკლამირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემო კვინიკაძე და ციფრული რეკლამირების მენეჯერი ქეთევან ასლანიშვილი უძღვებოდნენ. ასევე სოციალური მედიის მიმართულებით 4 შეხვედრა თეგეტა ჰოლდინგის სოციალური მედიის გუნდის ხელმძღვანელმა, მაია გულისაშვილმა ჩაატარა. სესიები 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და სოციალურ მეწარმეებს თეგეტას თანამშრომლები 30 სამუშაო საათის განმავლობაში უზიარებდნენ გამოცდილებას.
"გვიხარია, რომ სოციალურ საწარმოთა ალიანსთან თანამშრომლობით მოგვეცა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე გავაკეთოთ. ჩვენი გუნდის წევრები სიამოვნებით ჩაერთნენ პრო ბონო პროექტში და ამ გზით, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება სოციალურ მეწარმეებს გაუზიარეს. ვფიქრობთ, რომ მსგავს აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ, საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების მომტან პროექტებში მომავალშიც მივიღოთ მონაწილეობა", — აცხადებს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
პრო ბონო პროექტის შედეგად, რომელიც თეგეტა ჰოლდინგისა და სოციალურ საწარმოთა ალიანსის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა, 50-ამდე სოციალურმა მეწარმემ გაიარა სოციალური მედიის მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპრესკურსები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები