მაკა მინდიაშვილი

1 Nov. 2022, 13:07

გუშინ იყო ზარი ჩემთან, ლგბტ-ს წარმომადგენელმა დამირეკა და მეკითხება, მე დავიცავ თუ არა მათ უფლებებს, თუ გავხდი სახალხო დამცველი. რა თქმა უნდა, დავიცავ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ოღონდ ერთი პირობით-თქო, პრაიდის მომხრე არ ვარ-თქო. მე არ მომწონს, როდესაც პროპაგანდას უკეთებ იმას, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის არ არის მისაღები და მიზანშეწონილი. კი ბატონო, იყავი, როგორიც ხარ, მაგრამ შენ ნუ მოახვევ შენს ქმედებას სხვას და ნუ ჩაითრევ იმ ქმედებაში, რაც, თუნდაც, შეგნებით არასწორად მიგაჩნია, მაგრამ შეიძლება, რაღაც სიტუაციებიდან გამომდინარე, გამოუვალ მდგომარეობაში ხარ, ეს გააკეთო.

ასეთი ტიპის ადამიანებს ორ ჯგუფად დავყოფდი, რომლებიც დაბადებიდან ასეთები არიან. მე მათ არც სამკურნალოებად მივიჩნევ და არც, დავუშვათ, რაღაც გადახრებით. ისინი ბუნებამ დაბადა ასეთები და ასეთები არიან და მეორე ჯგუფია, რომლებიც ეტაპობრივად გახდნენ ასეთები — იყვნენ ვაჟკაცურები, დავუშვათ, ან პირიქით და ცხოვრებამ გახადათ ესეთი. მე დავიცავ მათ უფლებებს.

ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განცხადებები ომბუდსმენობის კანდიდატმა, მაკა მინდიაშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. "არგუმენტები", რომელსაც კანდიდატი იყენებს ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების პროპაგანდისტულ ნარატივს შეიცავს. მას კომიტეტის თავმჯდომარემ გააწყვეტინა და მოუწოდა, სენსიტიურ თემაზე კორექტული ტერმინები გამოიყენოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…