ბავშვებში გავრცელებული სეზონური ვირუსები და მათი პრევენცია
ფოტო: თოდუას კლინიკა
ცივ სეზონზე ვირუსთა გარკვეული ჯგუფი განსაკუთრებით აქტიურდება. ამასთან ერთად, ზამთარში გაცილებით მეტი დროის გატარება გვიწევს დახურულ სივრცეებში, რაც ვირუსების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ავადობის სიხშირე განსაკუთრებით დიდია ბავშვებში, რადგან მათ მეტად უჭირთ ჰიგიენური ნორმებისა თუ სხვა პრევენციული ღონისძიებების დაცვა.
რა ვირუსებია ცივ სეზონზე ბავშვებში ყველაზე გავრცელებული, როგორ უნდა ვუმკურნალოთ მათგან გამოწვეულ დაავადებებს და როგორია მათი პრევენციის გზები? – ამ კითხვებს თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის პედიატრი თეა აბჟანდაძე პასუხობს.
რა ვირუსებით ინფიცირდებიან ბავშვები ყველაზე ხშირად ზამთარში?
ზამთარში ბავშვებში განსაკუთრებულად მატულობს რესპირატორული დაავადებები სიხშირე. შემთხვევების დაახლოებით ერთი მესამედი რინოვირუსებზე მოდის, დანარჩენი წილი კი სხვა ვირუსებზე. რინოვირუსი ძირითადად ზედა სასუნთქ გზებს აინფიცირებს. დაავადება გამოიხატება ცემინებით, რინორეით და ყელის ტკივილით. ზოგს შემთხვევაში, თან ახლავს დაბალი ტემპერატურაც. უფრო მწვავე სიმპტომატიკა ახასიათებს გრიპის ვირუსს. მისი კლინიკური ნიშნები მოიცავს მაღალ სიცხეს, თავის, ყელისა და კუნთების ტკივილს, ცხვირის გაჭედვას, ცხვირიდან გამონადენს, ცემინებას. ზოგ შემთხვევებში მას თან ახლავს დიარეა და მუცლის ტკივილი. გართულების შემთხვევაში, გრიპი შეიძლება გადაიზარდოს პნევმონიაში ან ყურის ანთებაშიც. ცალკე უნდა გამოვყოთ რესპირატორულ-სინციტიური ვირუსებიც, რომლებიც ძირითადად ქვედა სასუნთქ გზებს აზიანებენ და ვითარდება - ბრონქიოლიტი ანუ წვრილი ბრონქების ანთება. ბრონქიოლიტი ხასიათდება სუნთქვის გახშირებით, გაძნელბით , ცხვირიდან ჭარბი გამონადენით, მადის დაქვეითებით. ამ ვირუსის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, ზოგ შემთხვევაში საჭიროა კლინიკაში მკურნალობა. შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ასევე ვხვდებით სხვადასხვა ტიპის კორონავირუსებს, რომლებიც, ასევე, რესპირატორული ჩივილებით ვლინდება და მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს. ცალკე უნდა გამოვყოთ ახალი კორონავირუსული ინფექცია, რომელიც კვლავ ცირკულირებს, კლინიკური სიმპტომატიკით მიმდინარეობა როგორც სხვა რესპირატორული ინფექციები, თუმცა ბავშვებში ხშირად ახასიათებს ასევე დიარეა და მუცლის ტკივილი. ნაწლავთა ვირუსული ინფექციები კვლავ აქტუალური რჩება ზამთრის პერიოდშიც, განსაკუთრებით აქტიურდებიან როტა და ასტრო ვირუსები, მათ ახასიათებთ დიარეა მუცლის ტკივილი, მაღალი ცხელება.
როგორია ვირუსული ინფექციების მკურნალობა? როგორ უნდა მოიქცეს მშობელი სახლის პირობებში?
ვირუსული ინფექციების უმრავლესობა არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას, ძირითადად პაციენტს ენიშნება სიმპტომური საშუალებები, ჩივილების შემსუბუქების და დისკომფორტის მოხსნის მიზნით. მაგალითად: მაღალი ცხელების დროს-სიცხის დამწევი , ცხვირით სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში- დეკონგენსატები და ა.შ. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია მოსვენებითი რეჟიმი, ჯანსაღი საკვები და სითხის მიღება. როგორც წესი, ვირუსული ინფექციები ერთი კვირა გრძელდება. სასურველია, ამ დროის განმავლობაში ბავშვი დარჩეს სახლში რათა არ მოხდეს სხვა ბავშვების დაინფიცირება.
როდის უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს?
ჩივილების გახანგრძლივების და გამწვავების შემთხვევაში,ასევე თუ ბინაზე ვერ ხერხდება სიმპტომების მართვა. ერთ წლამდე ასაკი ბავშვების შემთხვევაში კი, სასურველია, მშობელმა ექიმს სიმპტომების დაწყებისთანავე მიმართოს და სპეციალისტის დანიშნულებას მიჰყვეს.
როდის არის მიზანშეწონილი ანტიბიოტიკების გამოყენება?
ვირუსული ინფექციები არ საჭიროებენ ანტიბიოტიკოთერაპიას, ინიშნება მხოლოდ მეორადი ბაქტერიული ინფექციებით გართულების შემთხვევაში.ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება დაუშვებელია, დანიშვნის აუცილებლობას წყვეტს მხოლოდ ექიმი.
როგორია ვირუსული ინფექციების გავრცელების პრევენცია?
რესპირატორული ვირუსული ინფექციები ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, დაბინძურებული მყარი ზედაპირებიდან. ვირუსების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა, რაც ბავშვებს, ცხადია, უჭირთ. ამიტომ, სასურველია, მშობელმა ან მომვლელმა ხშირად დაბანოს ხელი ბავშვს, გაურეცხოს სათამაშოები, გაწმინდოს მყარი ზედაპირები, რომლებთანაც ხშირი შეხება აქვს და ა.შ. ასევე, კარგი იქნება, თუ ბავშვებს ელემენტარული ჩვევების გამომუშავებაში დავეხმარებით, როგორიცაა ხველების ან ცემინების დროს ხელის ან იდაყვის აფარება. ძალიან მნიშვნელოვანია გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დროული მიღება, რათა ბავშვები დავიცვათ როგორც დაინფიცირებისგან, ისე გართულებებისგან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები