კელი დეგნანი

1 Nov. 2022, 18:56

მქონდა პრივილეგია, შევხვედროდი ბევრ ქართველ მოსამართლეს, სასამართლოს ყველა დონეზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის, რეგიონებშიც. ყველა მათგანისგან მსმენია აშშ-ში ვიზიტის შესახებ და ჩვენ, ასევე, ამერიკელი მოსამართლეები ჩამოგვყავს აქ, რათა ტრენინგები ჩაატარონ.

ქართველი მოსამართლეებისგან ვიცი, რომ ისინი უფრო მეტი მსგავსი აქტივობებით არიან დაინტერესებულები, მათ შორის, უფრო მეტი ვიზიტებით ამერიკაში, მეტი ტრენინგებითა და გამოცდილების გაზიარებით. ძალიან სასარგებლოა, როდესაც მოსამართლეები ასე ხვდებიან ერთმანეთს და უზიარებენ მოსაზრებებს, თუ როგორ უმკლავდებიან სხვადასხვა გამოწვევას. ასე რომ, ჩემი ინფორმაციით, ეს ტრენინგები და ვიზიტები ძალიან კარგად იქნა მიღებული მოსამართლეების მიერ და დიდი სარგებელი მოუტანა მათ. 

ასე პასუხობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ლევან მურუსიძეს, რომელმაც თქვა, რომ მოსამართლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში არა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არამედ "ექსკურსიებზე დაჰყავთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…