ალექსეი დანილოვი

1 Nov. 2022, 22:29

მედვედევს მოსანიშნად: ამობეჭდეთ, გაიმეორეთ ხმამაღლა დღეში სამჯერ — დილით, შუადღეზე და საღამოს, ტრადიციული 100 გრამი (დიდი ალბათობით უფრო მეტი) ძლიერი ალკოჰოლის დალევამდე და დალევის შემდეგ. 

  1. რუსეთი საბოლოოდ და შეუქცევადად წააგებს.
  2. კრემლის რეჟიმმა ნებაყოფლობით წამოიწყო ნახევრად იმპერიისა და ყალბი ფედერაციის დაშლის პროცესი.
  3. მოსკოვის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია დაბრუნდება და ეს ეხება არა მარტო უკრაინას, არამედ საქართველოს, მოლდოვას, იაპონიას და სხვა ქვეყნებსა და ხალხებს. ბელორუსი იქნება თავისუფალი ქვეყანა, მათ შორის რუსი დამპყრობლებისგან.
  4. რუსეთის ფედერაციის მიერ ბირთვული იარაღის მუქარა და გამოყენება თვითმკვლელობის აქტია. რუსეთი საბოლოოდ გადაიქცევა ნომერ პირველ მტრად მთელი მსოფლიოსთვის. შვილებსა და ცოლებს მარსზე ვერ დამალავთ და მეეჭვება უნდოდეთ, რუბლიოვკას, სარდინიასა და დუბაის სასახლეებიდან "პირდაპირ სამოთხეში" წასვლა.
  5. სრული დენუკლეარიზაცია არის რუსეთის ფედერაციის დემონტაჟის საბოლოო მიზანი. ეს უკანასკნელი დამპალი კბილი შეშლილი არსების პირიდან უნდა ამოიგლიჯოს. და მხოლოდ ეს არის მსოფლიოსა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტი.

ასე პასუხობს უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რუს კოლეგას, რომელიც ბირთვული იარაღით ისევ დაიმუქრა და განაცხადა, რომ მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვება არის გარანტია მსოფლიო კონფლიქტის ასარიდებლად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…