10 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმრო სულაკაურის გამომცემლობის სტენდს
4-6 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. მკითხველებს კი სულაკაურის გამომცემლობა არა მხოლოდ სიახლეებით, არამედ ფასდაკლებებით, ღონისძიებებით და სხვადასხვა აქტივობით დახვდება.
სტატიაში გიზიარებთ 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა მოინახულოთ სულაკაურის გამომცემლობის სტენდი თბილისის წიგნის დღეებზე.
1. სიახლეები ყველაზე პატარებისთვის
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
თბილისის წიგნის დღეებზე ბავშვებს როგორც ახალი, ასევე, უკვე კარგად ნაცნობი გმირების ამბები დახვდებათ. პი და პო, პოპის და სემის საკითხავი ზღაპრები, გრუფალო და სხვა ამბები, ტოპო-ტიპი შიშს ამარცხებს და კიდევ ბევრი სხვა საბავშვო ილუსტრირებული წიგნი ფესტივალზე ფასდაკლებით დაგხვდებათ.
2. სიახლეები პატარა მკითხველებისთვის
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მოიმარჯვეთ კალამი და ფურცელი. საბავშვო საკითხავში იმდენი სიახლეა, გირჩევთ, მოინიშნოთ, რომ თბილისის წიგნის დღეებზე არცერთი გამოგრჩეთ. პინგვინი აინშტაინი, კნუტი სახელად კნაჭა, შეუდარებელი ბატონი მელია და წრიპა ბიჭის დღიური: მოგზაურთა ედემი თქვენს სიაში აუცილებლად უნდა მოხვდეს.
3. თარგმნილი და ქართული პროზის სიახლეები
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მკითხველებმა კარგად იციან, რომ თბილისის წიგნის დღეები სწორედ ის ადგილია, სადაც იმ ავტორებსა თუ რომანებს იპოვიან, რომლებსაც დიდი ხანი ელოდნენ. ამჯერად მთავარი სიახლეების სია ასე გამოიყურება: კობო აბეს სხვისი სახე, ფრანსუა ვიიონის მცირე ანდერძი, დიდი ანდერძი, ფიოდორ დოსტოევსკის იდიოტი (ახალი თარგმანი), გოგი გვახარიას ცრემლიანი სათვალე (განახლებული გამოცემა) და სხვა.
4. ბინგო!
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ბინგო, თქვენ წიგნი მოიგეთ! 6 ნოემბერს, 16:30 საათზე სულაკაურის გამომცემლობა ლიტერატურულ თამაშზე გეპატიჟებათ, სადაც ის, ვინც 10 კითხვას ყველაზე სწრაფად უპასუხებს, დასაჩუქრდება. თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, უფროსებსაც და პატარა მკითხველებსაც.
5. წიგნის პრეზენტაცია: ტრაგედიები
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ლევან ბერძენიშვილის თარგმნილი ესქილეს ტრაგედიები სულ ახლახან გამოიცა. 5 ნოემბერს, 14:30 საათზე პრეზენტაცია გაიმართება, სადაც ტრაგედიებს ლევან ბერძენიშვილი და დავით პაიჭაძე წარადგენენ.
6. იპოვე გრუფალო
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
რა გრუფალო? რის გრუფალო? რა, არ გაგიგონია?!
მოდი სულაკაურის გამომცემლობის სტენდთან, იპოვე გრუფალოს ნებისმიერი გამოსახულება, გადაიღე ფოტო, ატვირთე ინსტაგრამზე და დათაგე @sulakauri_kids. შემთხვევითობის პრინციპით, ორი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც სულაკაურის წიგნის მაღაზიის 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.
7. შეუჩერებლები
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
თბილისის წიგნის დღეებზე მკითხველები განსაკუთრებით იუვალ ნოახ ჰარარის შეუჩერებლებს ელოდებიან. ავტორი გვიამბობს არაჩვეულებრივ ისტორიას, თუ როგორ ვიქეცით ადამიანები დედამიწის მმართველებად, როგორ აღმოჩნდა ყველა ცხოველის ბედი ჩვენს ხელში და როგორ მივიყვანეთ გადაშენებამდე ბევრი მათგანი… ილუსტრირებული წიგნი განკუთვნილია, როგორც მოზარდებისთვის, ასევე უფროსებისთვის.
8. სტიკერები, სანიშნები და ჩანთები
მკითხველებს სულაკაურის გამომცემლობის სტენდთან მათი საყვარელი წიგნების ვიზუალების მიხედვით შექმნილი სტიკერები, სანიშნები და ჩანთები დახვდებათ.
9. მრჩევლები
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
სტენდზე სულაკაურის გამომცემლობის თანამშრომლების გარდა, წიგნებს კიდევ 2 ადამიანი გირჩევთ. მათ ვინაობას ჯერ-ჯერობით არ გაგიმხელთ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ თუ ქართულ ბუქტოკს თვალს ადევნებთ, ამ ადამიანებთან შეხვედრა და მათგან რჩევების მოსმენა ნამდვილად გაგიხარდებათ.
გამოიწერე Sulakauri_publishing ტიკტოკზე
10. გაზრდილი ფასდაკლება
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობამ მკითხველებს შესაძლებლობა მისცა, თავად აერჩიათ, რომელ წიგნებზე იქნებოდა განსაკუთრებული, 40%-იანი ფასდაკლება. გამოკითხვის შედეგად კი გაზრდილი ფასდაკლების პირობები ასეთია:
- 4 ნოემბერი, 12-14 სთ.: აღმოაჩინე და შეისწავლე კოსმოსი და მზის სისტემა, ხვლიკი საფლავის ქვაზე.
- 5 ნოემბერი, 12-14 სთ. : მე და ჩემი დრაკონები, მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ.
- 6 ნოემბერი 12-14 სთ.: გრუფალო და სხვა ამბები, ენი გრიგეიბლიდან, 21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის.
სულაკაურის გამომცემლობის სრული საფესტივალო კატალოგის სანახავად ეწვიეთ ბმულს. შეგახსენებთ, რომ 4-დან 6 ნოემბრის ჩათვლით თბილისის წიგნის დღეები ექსპო ჯორჯიაში გაიმართება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები