დიმიტრი საძაგლიშვილი

2 Nov. 2022, 11:24

იმის გათვალისწინებით, როკ სააპელაციოშიც გამოიკვეთა ნიკა გვარამიას უდანაშაულობა და ყველასთვის ნათელია, რომ ის გაყალბებული განაჩენით იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, ჯორბენაძემ, მამისეიშვილმა და მაღლაკელიძემ გადაწყვიტეს გაიზიარონ ლაშა ჩხიკვაძის ბედი, მათ ფაქტობრივად ძალაში დატოვეს უკანონო განაჩენი, რომელიც თავისუფლებას ართმევს არა მხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ ამ ქვეყანას და ხელს უშლის, მას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ეს მათი პერსონალური არჩევანია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აუცილებლად ინანებენ ამ გადაწყვეტილებას, სიმართლე აუცილებლად დადგინდება, ბუნებრივია, არა ამ სასამართლოს პირობებში და ჩინჩალაძის პირობებში, მაგრამ აუცილებლად გაირკვევა, როგორ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, ვინ დირიჟრობდა ამ პროცესს. 

ეს განცხადება ნიკა გვარამიას ადვოკატმა მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ ის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობაში დატოვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…