თქვენს სახელზე წერილია — ნანა ბაგალიშვილი საგზაო მოძრაობის კულტურის შესაცვლელად თეგეტას კამპანიაში ჩაერთო
ფოტო: თეგეტა
"წარმოიდგინეთ, მოდიხარ ტროტუარზე ეტლით, ამ დროს გხვდება "დაპარკინგებული" ავტომობილი. იძულებული ხარ, ეტლი ასწიო, გზის სავალ ნაწილზე ჩახვიდე, შემოუარო მანქანას და ისევ ტროტუარზე დაბრუნდე", — ვკითხულობთ ცოდნის კაფეს დამფუძნებლის, ნანა ბაგალიშვილის წერილში, რომელიც უცნობი თანამოქალაქის სახელზე დაიწერა. ავტორი იმედოვნებს, რომ შესაძლოა ამ გზავნილით ერთი მძღოლის ქცევა მაინც შეიცვალოს. მაშინ ნანაც კმაყოფილი იქნება და ისინიც, ვინც საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვის მიზნით ფართომასშტაბიანი კამპანია დაგეგმეს.
იდეა ავტოსფეროს ლიდერ კომპანიაში, თეგეტა ჰოლდინგში გაჩნდა. საინფორმაციო ბანერებით, არაორდინარული საგზაო ნიშნებითა თუ საგანმანათლებლო აქტივობებით კამპანიამ ყურადღება მალევე მიიქცია და თანამოაზრეებიც აიყოლია.
ნანა ბაგალიშვილი პრობლემას მაშინ წააწყდა, როცა ახალდაბადებული თუთა ქუჩაში სასეირნოდ გამოიყვანა და აღმოაჩინა, რომ ტროტუარზე საბავშვო ეტლით გადაადგილება არც ისე მარტივია.
"მანქანებით გადავსებულ ტროტუარზე ხშირად გასავლელი აღარ რჩება. ამის გამო დედები რთულ მდგომარეობაში ვვარდებით. ჯერ ერთი, ბავშვიანი ეტლი ძალიან მძიმეა და მისი ხელით აწევა რთულია, მაგრამ უფრო უარესი ის არის, რომ ასეთ დროს საფრთხეში აგდებ როგორც საკუთარ, ისე შვილის სიცოცხლეს. საფრთხეს უქმნი იმ მძღოლსაც, რომელიც ამ დროს სამანქანო ნაწილზე მოდის და სულ არ ელოდება, რომ ტროტუარიდან მის გზაზე ჩახვალ", — გვიყვება ცოდნის კაფეს დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი.
ზოგჯერ კანონდამრღვევი მძღოლების გამართლებაზეც უფიქრია, იქნებ, სად ეჩქარებოდა, ავტომობილი ტროტუარზე რომ დატოვაო. თუმცა მერე უჩნდება კითხვა: თვითონ სად წავიდეს მცირეწლოვან შვილთან ერთად? ეს ხომ ერთადერთი ადგილია ფეხით მოსიარულეებისთვის.
"დიდი პასუხისმგებლობაა, როცა საჭესთან ზიხარ, ამ დროს შენი და გარშემომყოფების სიცოცხლეზე ხარ პასუხისმგებელი. როცა მანქანას ტროტუარზე ტოვებთ, ჩვენ, დედები, ძალიან დაუცველები ვრჩებით. დარწმუნებული ვარ, ბევრ ქალს აწუხებს ეს პრობლემა. სიამოვნებით შევუერთდი თეგეტას კამპანიას. ვიმედოვნებ, ერთად უფრო მეტ მძღოლს მივაწვდენთ ხმას", — ამბობს ნანა ბაგალიშვილი.
თეგეტა, ნანას სახელით, ასეთ წერილს იმ მძღოლებს დაუტოვებს, ვინც ტროტუარზე ტოვებს მანქანას. ნანას იმედი აქვს, რომ მოახერხებს, დააფიქრებს და შეცვლის დღეს არსებულ სიტუაციას, როცა ხშირად უბრალოდ არ იცის, სად და როგორ გაასეირნოს თუთა ეტლით.
ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "უკვე მეოთხე თვეა თეგეტას კამპანია მიმდინარეობს. ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობით ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რას ნიშნავს საგზაო მოძრაობის კულტურა. დავუკავშირდით ჩვენს თანამოაზრეებს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამორჩეულ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წუხილის შესახებ მძღოლებისთვის პერსონალური მიმართვები დაწერეს. შემდეგ ეს მეგობრული "საჯარიმო" წერილები ადრესატებს დაუტოვეს. ვფიქრობთ, პერსონალურ კომუნიკაციას კარგი შედეგი მოაქვს. როცა ადამიანს მეგობრულად უხსნი, რა გაწუხებს, რა პრობლემებს გიქმნის ყოველდღიურობაში მისი, ერთი შეხედვით, უწყინარი ქცევა, ისიც შემოდის შენს მდგომარეობაში და იაზრებს, რომ ამით ზიანს გაყენებს. შესაბამისად, ქცევის შეცვლის ალბათობა იზრდება. გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების საერთო ძალისხმევით მიიღწევა".
შეგახსენებთ, რომ თეგეტა ჰოლდინგის ახალი კამპანია — იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები