რა გელოდება თბილისის წიგნის დღეებზე — სიახლეები ქარჩხაძის გამომცემლობისგან
წიგნის მოყვარულებისთვის უდიდესი დღესასწაული ბრუნდება!
თბილისის წიგნის დღეები 4-5-6 ნოემბერს, უცვლელ ადგილას, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება და დამთვალიერებელს ძალიან ბევრ სიახლეს გააცნობს.
რა თქმა უნდა, წიგნის დღეების უცვლელი მონაწილე იქნება ქარჩხაძის გამომცემლობა.
სწორედ ქარჩხაძის გამომცემლობის წლევანდელი სიახლეების შესახებ გაიგებთ ამ სტატიაში და იქნებ, დაგეხმაროთ კიდეც არჩევანის გაკეთებაში.
ეიფორია — ლილი კინგი
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი 1930-იან წლებში ახალი გვინეის ჯუნგლებში ჩადის ადგილობრივი ტომების შესასწავლად. ნელი ნიჭიერი და ცნობილი ანთროპოლოგია, რომელიც აბორიგენებთან დაახლოებას სიყვარულითა და თანაგრძნობის უნარით ახერხებს. ფენი გამჭრიახი და თავზეხელაღებული მკვლევარია, მაგრამ ცოლის ჩრდილიდან თავდასაღწევად საბედისწერო ექსპედიციას გეგმავს. მათი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ბრიტანელ მეცნიერს, ენდრიუ ბენკსონს გადაეყრებიან. ბენკსონი გონიერი, მაგრამ სასოწარკვეთილი კაცია, რომელიც ამ უცნაურ წყვილთან დაახლოების შემდეგ თვითმკვლელობაზე უარს ამბობს და ეიფორიით შეპყრობილი აგრძელებს მუშაობას ჯუნგლებში. ტრიოს ურთიერთობა თვალისმომჭრელ, ფერად ფონზე ვითარდება. შორეული ადგილებისა და უცნაური პერსონაჟების მიუხედავად წიგნი ისეთ საყოველთაო თემებს ეხება, როგორიცაა ლტოლვა, ამბიცია და არჩევნის დილემა.
ცეცხლოვანი დაღი — ცაო ვენსიუენი
თანამედროვე ჩინელი მწერალი, ცაო ვენსიუენი, პირველი ჩინელი ავტორია, რომელსაც ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემია აქვს მიღებული. პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი და პეკინის მწერალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ცაო ვენსიუენი, ძირითადად ბავშვების ცხოვრებასა და იმ სირთულეებსა თუ განცდებზე მოგვითხრობს, რომელთა გამკლავებაც მათ ცხოვრების მანძილზე უწევთ. მიღებული აქვს 30-ზე მეტი ლიტერატურული პრემია, თარგმნილია მრავალ ენაზე.
ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა სოფელში მცხოვრები ფოვასა და მისი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ მას შემდეგ შეიცვლება, რაც მგლის ხროვისგან თოვლივით თეთრ კვიცს, სიუეერს, გამოიხსნიან. სიუეერი, ერთი მხრივ, წიგნის პერსონაჟია, მეორე მხრივ კი, ადამიანური ბუნების საზომი. ყველაფერი თავდაყირა კი მას შემდეგ დგება, რაც იეხუს ხეობაში იაპონური არმია შეიჭრება. არმია ცხენს გაიტაცებს, რომელსაც თავისი სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებენ. წიგნში ემოციურადაა გადმოცემული ომში მყოფი ადამიანებისა და ბავშვების განცდები, და მაღალი ადამიანური ღირებულებებითაა გამსჭვალული.
ქართული მწერლობა
სასკოლო გამოცემა — "ძველი ქართული მწერლობა" წარმოადგენს სასკოლო სამტომეულის, "ქართული მწერლობის", პირველ ტომს. წიგნი აერთიანებს ჰაგიოგრაფიული, ისტორიული და მხატვრული პროზის, ჰიმნოგრაფიის, საერო პოეზიის ნაწარმოებებსა და მონაკვეთებს. ძველი ქართული მწერლობა V საუკუნიდან XIX საუკუნემდე: იაკობ ხუცესიდან ბესიკამდე, სულხან-საბა ორბელიანი და გურამიშვილი, მოსე ხონელი, ჩახრუხაძე და სხვანი. წიგნში თავმოყრილია ფართო საზოგადოებისთვის როგორც კარგად ნაცნობი, ისე შედარებით მივიწყებული ნაწარმოებები — შუშანიკის წამება, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, დავითიანი, აბდულმესიანი, თამარიანი, მოგზაურობა ევროპაში, ამბავი რვათა ძმათა და სხვ. პროზაული ნაწარმოებები თანამედროვე ქართულითაა გადმოცემული. წინამდებარე გამოცემა დაეხმარება ფართო საზოგადოებას ძველი ქართული ტექსტების უკეთ გაგებასა და გააზრებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები