მიხეილ სარჯველაძე

4 Nov. 2022, 14:51

ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა ოდნავ ორიგინალური განცხადება. საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აპირებს არა კანდიდატურა მოხსნას, არამედ გასაუბრებაზე არ გამოცხადდეს. [...]

კომიტეტის სახელით უნდა ვთქვა, რომ ეს არის ერთგვარი უპატივცემულობა აქ მსხდომი დეპუტატების მიმართ, მათ შორის, როდესაც ასეთ რამეს აკეთებს და არ აძლევს შესაძლებლობას, კუთვნილი უფლებით ისარგებლოს დეპუტატმა და კითხვები დაუსვას. არის სხვა კანდიდატების უპატივცემულობა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროცესში.

ეს არის საზოგადოების უპატივცემულობაც. საზოგადოებას აქვს უფლება, ყველა კანდიდატზე იყოს ინფორმირებული თანასწორად და თანაბრად ყველა სხვა კანდიდატთან მიმართებაში. [...]

ქალბატონმა ნაზიმ გადასარევად იცის, რომ არავითარი წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობა ხელისუფლების არ არსებობს და რეალურად, რაც მანამდეც ითქვა, კრიტიკული კითხვა-პასუხი ნიშნავს იმას, რომ მოწადინებული ვართ, რაც შეიძლება სრული ინფორმაცია მივიღოთ ჩვენთვისაც და საზოგადოებაც იყოს სრულად ინფორმირებული. [...]

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ომბუდსმენობის კანდიდატის გადაწყვეტილებას, არ მივიდეს პარლამენტში გასაუბრებაზე, თუმცა არ მოხსნას კანდიდატურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…