ვოლოდიმირ ზელენსკი

5 Nov. 2022, 21:33

დღეს იყო შეტყობინებები ირანიდან, ოფიციალური წარმომადგენლებისგან. გადაწყვიტეს ეღიარებინათ, რომ მიაწოდეს თვითმფრინავები რუსეთს ტერორისთვის. მაგრამ ამ აღიარებაშიც იცრუეს.

ჩვენ ყოველდღე ვაგდებთ მინიმუმ ათ ირანულ თვითმფრინავს და ირანის რეჟიმი ამტკიცებს, რომ მან თითქოს ცოტა რამ გაიღო სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე. გუშინ მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში 11 "შაჰიდი" განადგურდა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ირანელი ინსტრუქტორები რუს ტერორისტებს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას ასწავლიდნენ და თეირანი საერთოდ დუმს ამაზე.

თუ ირანი განაგრძობს ტყუილს, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო კიდევ უფრო მეტ ძალისხმევით გამოიძიებს რუსეთისა და ირანის რეჟიმებს შორის ტერორისტულ თანამშრომლობას და იმას, თუ რას უხდის რუსეთი ირანს ასეთი თანამშრომლობისთვის. თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია, რომ რომელიმე ტერორისტი ან მათი თანამზრახველი დაუსჯელი დარჩეს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა. დიდი ხნის უარყოფის შემდეგ, ირანმა დღეს, 5 ნოემბერს თქვა, რომ უპილოტო თვითმფრინავების "მცირე რაოდენობა" რუსეთს მიაწოდეს, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ეს ომამდე რამდენიმე თვით ადრე იყო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…