ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურმა ოპერირება დაიწყო
ფოტო: თიბისი
ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურმა (ახალქალაქი 1 და ახალქალაქი 2) ოპერირება დაიწყო. ჰიდროელექტროსადგური კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა — CCEH, კომპანია LANSVIRKJUN-თან ერთად განავითარა. ახალქალაქი ჰესის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი თიბისია, რომლის თანამონაწილეობაც პროექტის ფარგლებში, 9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ახალქალაქის ჰესი მცირე ზომის, კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდებარეობს მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს.
ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური, 9,1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40%-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით. 2021 წლის მონაცემებით, მისი წილი 50 მილიონი კილოვატსაათი გამომუშავებით მცირე ჰიდროელექტროსადგურების გენერაციაში 6%-ს შეადგენს, ჰიდროელექტროსადგურების სრულ გენერაციაში კი — 0.5%-ს.
როგორც თიბისიში ამბობენ, პროექტის განვითარება ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით წარიმართა. მათი თქმით, პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა გარემოსდაცვით, სოციალურ და პოზიტიური გავლენის მიმართულებებს.
"ჩვენ ვქმნით პრეცედენტებს, თუ როგორ უნდა აშენდეს ევროპული სტანდარტების თანამედროვე ჰიდროელექტროსადგურები. ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შედეგად მიღებული დადებითი ეფექტები ვრცელდება როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ჩვენს ინვესტიციებს თან მოაქვთ ცოდნა, კვალიფიკაცია, დასავლური გამოცდილება, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მუშაობის კულტურა, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აუმჯობესებს მათი ცხოვრების პირობებს", — მიხეილ ნიბლაძე, CCEH-ის დირექტორი.
"თიბისისთვის, ისევე როგორც ქვეყნისთვის, ენერგეტიკა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორია. განახლებადი რესურსის ათვისებას კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი წარმატებით უზრუნველყოფს. გვეამაყება, რომ თიბისისა და CCEH-ის მრავალწლიანი თანამშრომლობა ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურთან ერთად, ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს აერთიანებს, როგორებიცაა: ლახამი ჰესი და აჭი-ინწობა ჰესი. ზოგადად, თიბისის მიერ, საქართველოს მასშტაბით, ჯამში 31 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული", — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
CCEH საქართველოში 2015 წლიდან ოპერირებს და ქვეყანაში მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებითაა დაკავებული. ამჟამად ფონდის პორტფელში 7 მოქმედი და 2 წინა სამშენებლო ეტაპზე მყოფი ჰიდროელექტროსადურია. თანხაში კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის აქტივობა ასე გამოიხატება: 150 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიცია. დღევანდელ დღემდე განხორციელებული ინვესტიცია 75 მილიონს შეადგენს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები