საუკეთესო პედაგოგიკა საქართველოსთვის!
ფოტო: ISET-PI
მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა ISET Economist-ის ბლოგზე.
თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ცუდად მუშაობს საქართველოს განათლების სექტორი, შთამბეჭდავია, რომ ამდენი ქართველი გამოირჩევა ინტელექტუალურად. მაგალითად, ISET-ის არაერთი კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას მსოფლიოს საუკეთესო სადოქტორო პროგრამებზე, რაც იმის დასტურია, რომ ბევრი ქართველი არახელსაყრელი პირობების მიუხედავად მაინც ახერხებს ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი დაკვირვებით, ISET-ში ჩარიცხული სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი კარგად არ ფლობს დიდად საჭირო, მაგალითად, პრეზენტაციის, წერის, დისკუსიისა და არგუმენტაციის ჩამოყალიბებაში რესურსების გამოყენების უნარს. ISET-ში გატარებული ორი წლის განმავლობაში ამ სტუდენტებმა უნდა გაიარონ რთული და ხშირად მტკივნეული პროცესი, რათა დაეწიონ პროგრამას. ყველა არ არის მზად ამ უზარმაზარი დატვირთვისთვის: მიღებული სტუდენტების დაახლოებით 50% პირველივე წელს ტოვებს პროგრამას. ჭკვიან და მოტივირებულ ქართველებს ხშირად გამორჩეული ინტელექტუალური მიღწევები აქვთ და, როგორც ჩანს, წარმატებასაც აღწევენ ქართული საგანმანათლებლო სისტემის მიუხედავად და არა მისი წყალობით. გამორჩეული სტუდენტები წარმატებას აღწევენ მიუხედავად ცუდი პირობებისა, თუმცა ნაკლებად ნიჭიერი სტუდენტებისთვის ქართული საგანმანათლებლო სისტემა მხოლოდ და მხოლოდ პრობლემად რჩება.
მართლაც, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ქართული სკოლები და უნივერსიტეტები დიდწილად ვერ ახერხებენ 21-ე საუკუნისთვის საჭირო ადამიანური კაპიტალის შექმნას. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ საქართველოს საგანმანათლებლო ინსტიტუტების კურსდამთავრებულები ხშირად ვერ აკმაყოფილებენ დამსაქმებელთა მოთხოვნებს. შედეგი ისაა, რომ კურსდამთავრებული მყისიერად უმუშევარია, ბაზარზე კი კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია. ეს კატასტროფაა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ისწრაფვის, მომდევნო ათწლეულებში დაეწიოს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს. რამდენიმე წელიწადში საქართველოს დასჭირდება საგანმანათლებლო სექტორში რადიკალური რეფორმების გატარება და ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს ეკონომიკურ წარმატებას დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავს. საინტერესოა, რა საგანმანათლებლო მიდგომები არსებობს და რომელი გამოდგება საქართველოსთვის?
სწავლის ინდივიდუალიზაცია
საუკეთესო პედაგოგიური მიდგომის დაუსრულებელ ძიებაში უახლესი ტრენდია თითოეული სტუდენტისთვის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შედგენა. საგანმანათლებლო გამომგონებლის, სალმან ხანის "ხანის აკადემიამ" შექმნა პლატფორმა, რომელიც ამ თვალსაზრისით ახალ სტანდარტებს აწესებს. სწავლების შინაარსი დაყოფილია ძალიან პატარა ნაწილებად, რომელთაც მოდულები ეწოდება. თითოეული მოდული ("წილადების გაყოფა", "ფუნქციების აგება") სრულდება ამოცანებით. სტუდენტი მოდულს ასრულებს, თუ ამ მოდულის სავარჯიშოების საკმარის რაოდენობას სწორად ამოხსნის. მოდულის დასრულების შემდეგ სტუდენტი ირჩევს შემდგომ დანიშნულების ადგილს "ცოდნის რუქაზე", რომელიც შედგება ურთიერთდაკავშირებული მოდულებისგან – სტუდენტს შეუძლია, აირჩიოს მხოლოდ ის მოდულები, რომელთა წინარე მოდულები უკვე გავლილი აქვს (მაგ., სტუდენტი ვერ ისწავლის ლოგარითმს, თუ არ აქვს ნასწავლი ექსპონენტები). ზოგიერთი მოდული სავალდებულოა კლასის დასასრულებლად, ზოგი – ნებაყოფლობითი, სტუდენტებს, სურვილის მიხედვით, შეუძლიათ, აირჩიონ ინდივიდუალური გზა ცოდნის რუქაზე. რა როლი აქვს ამ სისტემაში მასწავლებელს?
სავარჯიშოები ონლაინ-სივრცეში კეთდება, ამიტომ კლასის მასწავლებელს შეუძლია, თვალყური ადევნოს თითოეული სტუდენტის პროგრესს ინდივიდუალურად შერჩეულ გზაზე. თუ სტუდენტი ჩამორჩება ან კონკრეტული საკითხების დაძლევა უჭირს, მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს მათ დაძლევაში (როგორც წესი, ონლაინ) და ემუშაოს იმ პრობლემებზე, რომელსაც სტუდენტი აწყდება სწავლისას მოცემულ მომენტში.
ამსტერდამში არსებული სტივ ჯობსის სკოლა იყენებს ინდივიდუალიზაციის მსგავს, მაგრამ ინტერნეტზე ნაკლებად დამოკიდებულ მიდგომას. თითოეულ მოსწავლეს განვითარების ინდივიდუალური გეგმა აქვს. მშობლები, მენტორები (და არა მასწავლებლები) და მოსწავლეები რეგულარულად აფასებენ ამ გეგმებს, შეაქვთ ცვლილებები მიღწევების მიხედვით. სკოლის დამფუძნებელი, მორის დე ონდი ამბობს: "განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედეგების მიხედვით მოსწავლეს ვთავაზობთ ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამას". ხანის აკადემიის სისტემის მსგავსად, ამ სკოლაშიც მთავარია, ბავშვმა საკუთარი ტემპით ისწავლოს.
ერთი შეხედვით, ეს იდეები დამაჯერებლად ჟღერს, თუმცა ჯერ კიდევ ბუნდოვანია, გაუძლებს თუ არა ასეთი უკიდურესი ინდივიდუალიზაცია დროს. როგორ უნდა მოვიქცეთ ისეთ დროს, როდესაც, მაგალითად, ბავშვი ძალიან დემოტივირებულია და ხანის სისტემის ვერცერთ მოდულში ვერ მიიწევს წინ? ჩვეულებრივ სკოლაში, სადაც გაკვეთილებზე დასწრება სავალდებულოა, დემოტივირებული ბავშვი საკლასო გარემოში მაინც ხვდება და მხოლოდ დასწრებითაც კი სწავლობს რაღაცას. მეტიც, ის, რომ ბავშვი მოსწავლეებს ჩამორჩება, რომ მოსწავლეთა ჯგუფში სწორედ ის არის, ვინც "ვერ იგებს", შეიძლება ჯანსაღი წნეხი აღმოჩნდეს მისთვის და დაწევის სურვილი გაუჩინოს. მეორე მხრივ, თუ ბავშვი უბრალოდ კომპიუტერის ეკრანის წინ ზის, ჩამორჩენის შეგრძნება შედარებით აბსტრაქტულია მისთვის და ავიწყდება, როგორც კი მორიგ კომპიუტერულ თამაშს ჩართავს. ეს პრობლემა მწვავედ არ დგას სტივ ჯობსის სკოლაში. თუმცა იქ არსებობს რისკი, რომ უკიდურესი ინდივიდუალიზაციის შედეგად შემცირდება კონკურენტული წნეხი, ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის გავლისას თითოეულ სტუდენტს შეექმნება წარმოდგენა, რომ ის კარგად მიდის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა სტუდენტის ერთი და იმავე სტანდარტით და სასწავლო პროგრამით შეფასებას და მოსწავლეებისთვის იმის პირდაპირ ჩვენებას, რომ ჩამორჩებიან სწავლაში, შეიძლება თავისი დადებითი მხარეები ჰქონდეს.
მაქსიმალური ინტერაქცია
ამ სტატიის მეორე ავტორმა ერთ-ერთ კურსზე ჩაატარა ექსპერიმენტი და გამოიყენება ეგრეთ წოდებული "flipped classroom” (საშინაო და საკლასო როლების გაცვლა) მიდგომა, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტები ინფორმაციას ამუშავებენ დამოუკიდებლად სახლში, ვიდეოების ყურებითა და ტექსტების კითხვით. საკლასო დრო კი ეთმობა განხილვებს, ჯგუფურ სამუშაოებს და ამოცანების ამოხსნას. ეს მიდგომა ნამდვილად გონივრულია, თუმცა აქაც გამოჩნდა, რომ პრაქტიკაში ყოველთვის ის არ ხდება, რასაც მოველით.
მაგალითად, სტუდენტები დიდად მონდომებულები არ იყვნენ, სახლში ეკითხათ. ისინი ყოველთვის ვერ ხედავდნენ დიდ სარგებელს საკლასო დისკუსიებსა და ჯგუფურ სამუშაოში, განსაკუთრებით, გამოცდების მოახლოებისას, სადაც აქცენტი კეთდება ფორმალურ და სპეციფიკურ უნარ-ჩვევებსა და ცოდნაზე. არიან სტუდენტები, რომელთაც სურთ, რომ მათ საკითხები სწორხაზოვნად აუხსნან, ინტერაქცია კი დაყვანილი იყოს მხოლოდ შეკითხვების დასმამდე იმ შემთხვევებში, როდესაც რამე გაუგებარია.
ასევე, საინტერესოა, რომ ISET-ში თითქმის არ არსებობს კავშირი პედაგოგიური სტილის ინოვაციურობასა და პედაგოგების სწავლების შეფასებას შორის – კონსერვატული, კლასიკური მიდგომის მქონე ლექტორები კარგ შეფასებას იღებენ, ხოლო ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც ორიენტირებულია დებატებზე, კრეატიულობასა და კრიტიკულ აზროვნებაზე, სტუდენტები ხშირად ჯეროვნად არ აფასებენ.
მსუბუქი უნარ-ჩვევების წესი?
მელამედმა და სალანტმა (2010 წ.) გამოავლინეს ეგრეთ წოდებული "21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები": ინფორმაციული განათლება, მაღალი კოგნიტური აზროვნება, კომუნიკაცია და თანამშრომლობა, ტექნოლოგიური კომპეტენცია და სწავლის უნარი. ინფორმაციული განათლება გულისხმობს ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და ერთმანეთთან დაკავშირების უნარს. უმაღლესი კოგნიტური აზროვნება ეხება ამოცანების ამოხსნის, არგუმენტაციის და კრიტიკის უნარს. სხვა უნარების მნიშვნელობები ცხადია.
აღსანიშნავია, რომ ამ უნარ-ჩვევებიდან არცერთი არ ეხება საგნის ფორმალურ ცოდნას. მეტიც, თავიანთი არსიდან გამომდინარე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები შეიძლება და საჭიროა, ვითარდებოდეს ადამიანის მთელი საგანმანათლებლო კარიერის მანძილზე, რაც დღეს იწყება სკოლამდელი განათლებით და სრულდება პენსიაზე გასვლისას (ეგრეთ წოდებული "სწავლა სიცოცხლის ბოლომდე").
ფინეთი, რომელსაც, მრავალი წელია, PISA-ის ტესტებში წამყვანი ადგილი უჭირავს, სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს "მსუბუქ" უნარ-ჩვევებს ფაქტების შესწავლის ხარჯზე. ფინურ სკოლებში წახალისებულია დისკუსიები, ცდილობენ, თავი აარიდონ საგნის უბრალოდ წაკითხვას, ნაკლებია გამოცდებიც. მეტიც, ფინურ სკოლებში მასწავლებლებს შეუძლიათ ინოვაციების შემოტანა და ექსპერიმენტების ჩატარება ახალი მიდგომებით, რომ გააუმჯობესონ სწავლება, განუვითარონ მოსწავლეების სააზროვნო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, მუშაობის, მულტიკულტურულ გარემოში წარმატებულად ფუნქციონირების უნარ-ჩვევები (ესენია ფინეთის ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტები). OECD (ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია) ამ ცვლილებებს "საერთაშორისო დონის გამორჩეულ საგანმანათლებლო რეფორმას" უწოდებს.
თუმცა რამდენად ცხადია მსუბუქი უნარ-ჩვევების უპირატესობა ტრადიციულ განათლებაზე? საინტერესოა, რომ შვედეთმა იგივე რეფორმები განახორციელა და PISA-ს რეიტინგში მკვეთრად ჩამოქვეითდა, უკანასკნელ წლებში კი, მას შემდეგ, რაც აქცენტი მათემატიკიდან "მულტიკულტურულ კონტექსტზე გააკეთა", ფინეთმაც დაკარგა პოზიციები რეიტინგში.
საჭიროა დისკუსიის დაწყება!
დისკუსია იმაზე, თუ რომელია განათლების საუკეთესო მოდელი, დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ კამათში ბევრი იდეა განხილულა და გამოცდილა მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, მონტესორიდან შტაინერამდე (უოლდორფის სკოლები) თუ სამერჰილამდე, თუმცა კვლავ ვერ მივსულვართ კონსენსუსამდე. ამავდროულად, კლასიკური სწავლება, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოსკვლავ აქტუალურია – მეტიც, მათემატიკის რუსულ სკოლებში, რომლებიც სოკოებივით მრავლდება აშშ-ში, მოსწავლეებს სთავაზობენ "აშშ-ის საგანმანათლებლო გარემოზე მორგებულ ყოფილი საბჭოთა კავშირის მათემატიკური სკოლების საუკეთესო პრაქტიკას".
ღიად რჩება შეკითხვა, რომელი პედაგოგიური მიდგომა უნდა აირჩიოს ქართულმა საგანმანათლებლო სისტემამ. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მოძიება აუცილებლად საქართველოს ეკონომიკური, კულტურული და ინფრასტრუქტურული კონტექსტის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. დროა, დაიწყოს ამ თემაზე დისკუსია!
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები