ევროკავშირი საქართველოში პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერას აგრძელებს
უმუშევრობის მაღალი დონე საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას რომ წარმოადგენს, ამას მარტივი სტატისტიკაც მოწმობს — საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს უმუშევრობის დონე ქვეყანაში 20%-ს აჭარბებდა.
სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნები და სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების პროცესში არსებული ბარიერები გამოავლინა ევროკავშირის პროგრამის "განათლება დასაქმებისთვის" ფარგლებში დაფინანსებულმა 7-მა პროექტმა.
პროგრამის ფარგლებში, საგრანტო პროექტების მიერ, ჯამში, 12 კვლევა ჩატარდა. შრომის ბაზრის კვლევები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავდა და მიზნად იმ პროფესიების გამოვლენას ისახავდა, რომლებიც კონკრეტული რეგიონისთვის არის საჭირო და მათთვის შესაძლებელია ადგილზე პროფესიული გადამზადების მოკლე ან გრძელვადიანი კურსების შექმნა.
ჩატარებული კვლევების შედეგად ირკვევა, რომ, როგორც დამსაქმებელთათვის, ისე დასაქმების მსურველებისთვის, ერთ-ერთი მთავარი ბარიერი დაბალი კვალიფიკაცია და არასაკმარისი სამუშაო გამოცდილებაა, რაც, თავის მხრივ, სტაჟირების პროგრამების ნაკლებობას უკავშირდება. შედეგები სამუშაოს მაძიებელთა მხრიდან, საკუთარი ცოდნისა და უნარების არასათანადო შეფასებასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებულ გადაჭარბებულ მოლოდინზეც მიუთითებს, რაც დასაქმების პროცესს კიდევ უფრო ართულებს. კვლევებმა აგრეთვე გამოავლინა ახალგაზრდებს შორის მოტივაციის ნაკლებობა.
პრობლემურია უცხო ენების, განსაკუთრებით ინგლისურის, არასათანადო დონეზე ფლობა. ქვემო ქართლში კი, დასაქმების შიდა ბარიერად ქართული ენის არცოდნაც სახელდება, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვისაა აქტუალური, განსაკუთრებით უფროს ასაკობრივ ჯგუფში.
დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული განათლების განვითარების პროცესში უკვე მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს 2008 წლიდან უჭერს მხარს, 2013 წლიდან კი აქტიურად უწყობს ხელს, რომ პროფესიული განათლების სისტემამ შრომის ბაზრის მოთხოვნებს უპასუხოს. პროგრამა "განათლება დასაქმებისთვისაც" ამ პროცესის ნაწილია.
"პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა კერძო სექტორს, ამ მიმართულებით, მეტად მწირი ინფორმაცია აქვს. ამიტომ, აუცილებელია უშუალო კავშირების დამყარება, პოტენციურ დამსაქმებელსა და იმ ინსტიტუციებსა თუ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც კადრების გადამზადება-მომზადებას უწყობენ ხელს. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი კვლევები და დისკუსიები დაეხმარება საქართველოს მთავრობას, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს, ასევე დონორ საზოგადოებას, დაადგინონ თუ რა ტიპის ჩართულობაა საჭირო ამ გამოწვევების ერთობლივად გადასაჭრელად", — მიიჩნევს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განათლების პროექტებისა და პროგრამების კოორდინატორი ნინო ყოჩიშვილი.
პროცესში ჩართულია სახელმწიფო სექტორიც. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის და მის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის "განათლება დასაქმებისთვის" წვლილი საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმის ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო ევროპულ გამოცდილებასთან დაახლოების საქმეში.
"პროფესიული განათლების პოლიტიკის დაგეგმვის დროს, მნიშვნელოვანია ემპირიული მონაცემები, რომლებიც დაფუძნებული იქნება შრომის ბაზრის საჭიროებებზე. წარმოდგენილი კვლევები დაეხმარება პროფესიული განათლების სისტემას პოლიტიკის შემუშავებისას. ასევე, ვფიქრობთ, პროფესიული პროგრამების დანერგვის დროს, კვლევების მიგნებებს და რეკომენდაციებს საგანმანათლებლო დაწესებულებები გაითვალისწინებენ", — განმარტავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია გვირჯიშვილი.
"პროფესიული განათლების მიმართულებით, პირველი სტრატეგია სწორედ ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა და მომზადდა ახალი სტრატეგიაც, რომელიც 2022-2027 წლებს მოიცავს და მისი დამტკიცება წელს იგეგმება", — ამბობს ნათია გვირჯიშვილი.
კვლევების შედეგად კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების მოთხოვნა-მიწოდებას შორის მნიშვნელოვანი აცდენაა. მაგალითად, სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების დიდი ნაწილი სწავლის გაგრძელებას კვლავ უმაღლეს სასწავლებელში ამჯობინებს, თუმცა ირკვევა, რომ ბიზნეს სუბიექტების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე ძირითადი მოთხოვნა საშუალო და დაბალი საფეხურის განათლების ან პროფესიულ განათლების მქონე კადრებზეა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევების ფარგლებში, გამოვლინდა ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიებიც. კვლევებმა ცხადყო, რომ ადგილობრივ შრომის ბაზარზე დეფიციტურია ტექნიკური და დარგობრივი კვალიფიკაციები, ხოლო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოკლევადიანი პროგრამები, რომლებიც თვითდასაქმებას უწყობს ხელს. სამუშაოს მაძიებლები უმეტესად იმ დარგებით ინტერესდებიან, რომლებიც ბიზნეს სუბიექტების სიმრავლითა და შესაბამისად, დასაქმების მაღალი შესაძლებლობებით ხასიათდება.
საგრანტო პროექტების მიერ ჩატარებული კვლევების მთავარი მიგნებების მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის გაზიარება მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. თავად პროექტების წარმომადგენლებს, ამიერიდან, უფრო სრული ინფორმაცია აქვთ საქმიანობის მომიჯნავე სფეროსა თუ სამიზნე რეგიონზე; საკვანძო სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეს ინფორმაცია საშუალებას მისცემს, დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებისას, მრავალმხრივ გადამოწმებულ მონაცემებს დაეყრდნოს; პროფესიული ორგანიზაციებისთვის ეს კვლევები ღირებული რესურსია რეფორმებზე სამუშაოდ. მთლიანობაში კი ასეთი ტიპის კომუნიკაცია ხელს უწყობს სახელმწიფო უწყებებს, სამოქალაქო სექტორსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას პროფესიული განათლებისა და დასაქმების სფეროში.
Skills4Jobs-ის შესახებ
ევროკავშირი თითქმის ათი წელია მხარს უჭერს შრომის ბაზრის რეფორმას და პროფესიულ განათლებასა და სწავლებას (VET) საქართველოში. Skills4Jobs პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, 750-ზე მეტი პროფესიული მასწავლებელი გადამზადდა, 100 ახალი კურსი შემუშავდა და 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
მეორე ეტაპი, რომელიც 2018 წელს დაიწყო, მიზნად ისახავს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველთა დასაქმების გაუმჯობესებას. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 48,85 მილიონი ევროა (დაახლოებით, 190 მილიონი ლარი) და საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო მხარდაჭერას, ორ ინსტიტუციურ დაძმობილების პროექტს, საგრანტო სქემის კომპონენტს და ტექნიკური დახმარების პროექტს მოიცავს.
ახალი კრიტერიუმები, რომლის მიღწევასაც პროგრამა მიზნად ისახავს 2023 წლისთვის, სულ ცოტა 105 000 ადამიანისთვის სამუშაოს მოძიების პროცესში დახმარებას მოიცავს. პროცესში ყურადღება ქალების, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე გაკეთდება, გადამზადებული ზრდასრული მოსწავლეების რიცხვი კი 20%-ით გაიზრდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები