საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტით, მიწის ყიდვა უცხოეთის მოქალაქეებს აეკრძალებათ
ფოტო: იური იგნატოვი
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ და მისმა 20-მდე კოლეგამ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების შესახებ კანონპროექტი შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებს მიწის ყიდვა აღარ შეეძლებათ. ამის შესახებ On.ge-ს გაბუნიამ განუცხადა. კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია.
გაბუნიას თქმით, უცხოეთის მოქალაქეს საქართველოში მიწის ყიდვა მხოლოდ კომპანიის დახმარებით შეეძლება, რომლის 50 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. დეპუტატი ამბობს, რომ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული უცხოელების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გასხვისების ვალდებულება.
"ჩვენ კანონპროექტში არ ჩავწერეთ, რომ [სხვა ქვეყნის მოქალაქეს] მიწა უნდა ჩამოერთვას ან გაყიდოს. მაგრამ ისიც არ წერია, რომ შეუნარჩუნდეს, ის ქონება, რაც აქვს," - ამბობს გაბუნია და დასძენს, რომ მისი აზრით, ვისაც მიწა კანონპროექტის ამოქმედებამდე ექნება მიღებული, მას ქონება არ უნდა ჩამოერთვას, ან რეალიზაციის ვალდებულება არ უნდა დაეკისროს.
ამავე დოკუმენტში არ არის განსაზღვრული, როგორ უნდა გაკონტროლდეს საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ კომპანიებში წილების ფლობის საკითხი.
"ის რისკი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩამოვა და მისთვის ძალიან სწრაფად და იაფად იყიდის მიწას, ეს რისკი კანონპროექტით გამოირიცხება. ეს იყო მიზანი სამუშაო ჯგუფის," - ამბობს გაბუნია, რომელიც ფიქრობს, რომ ამ შეზღუდვით საქართველოში არსებულ მიწები ეკონომიკურ მიმზიდველობას არ დაკარგავს.
გაბუნია ამბობს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ბერკეტი, რომლის დახმარებითაც (მიწის განკარგვით) სახელმწიფო და მოქალაქეები მეტ სარგებელს მიიღებენ.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე შეზღუდვები არ აქვთ. თუმცა, კონსტიტუციის პროექტით, საქართველოს კონსტიტუციაში მიწასთან დაკავშირებით ჩანაწერი ჩნდება, რომლითაც "მიწა არის უნიკალური რესურსი", რომლის გასხვისების წესების განსაზღვრაც კანონმდებლობაში იგეგმება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები