კომპანია მელაძის დამფუძნებელზე ძებნა გამოცხადდა
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მათი ცნობით, ბრალდებული ჯგუფურად, ცოლთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.
- სასამართლომ კომპანია მელაძის მფლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 7 000 ლარი შეუფარდა — პროკურატურის განცხადებით, მას ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა.
- თუმცა, როგორც უწყება ამბობს, ბრალდებული გამოძიებას მიემალა, ამიტომ მოითხოვეს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლა.
- სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
- ვაჟა მელაძე ბრალს არ აღიარებს.
დეტალები: მას ბრალდება 2022 წლის 25 ივნისს 2 მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
- უწყებაში ამბობენ, რომ ამის შემდეგ გამოძიებას ათეულობით დაზარალებულმა ანალოგიური თაღლითობის ფაქტებზე, ამიტომ ბრალი დაზუსტდა.
- კერძოდ, ბრალი წარედგინა: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის ჩადენილი თაღლითობის 20 ეპიზოდზე და თაღლითობის 6 ეპიზოდზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
- იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ მელაძეს უკანონოდ აქვს გადაკვეთილი საქართველოს საზღვარი, დამატებით წარედგინება ბრალდება შესაბამისი მუხლით.
გარდა ამისა, 2022 წლის 31 ოქტომბერს ბრალი წარედგინა ორ პირს. მათ შორის, მელაძის ცოლს იმავე მუხლებით.
- კერძოდ: თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ — 17 ეპიზოდი, თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია — 3 ეპიზოდი.
- უწყების მტკიცებით, დასტურდება, რომ ის უშუალოდ იყო ჩართული თაღლითურ სქემაში, იყო კომპანიის დამფუძნებელი, პირადად მონაწილეობდა საწარმოს მართვაში და მისი მითითებით ხდებოდა დაზარალებულების თანხების განკარგვა.
- "ვინაიდან, აღნიშნული პირიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და იმყოფება მიმალვაში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", — აცხადებს უწყება.
- ხოლო მეორე პირს, რომელსაც ბრალი იმავე მუხლებით აქვს წარდგენილი, მაგრამ ნაკლებ ეპიზოდებზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 15 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
- პროკურატურის განცხადებით, ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 719 408 ლარს.
ვაჟა მელაძე ბრალის წარდგენის შემდეგ ფეისბუქგვერდზე და პეტიციაში წერდა, რომ მის ოჯახზე ხორციელდება დევნა და ითხოვდა, პასუხისგებაში მიეცეს ყველა დირექტორი, ვინც მიითვისა თანხები მომხმარებლებისგან და შემდეგ მას დააბრალა.
- მისი თქმით, კომპანიაში კიბერთავდასხმა მოხდა, თანხა დაიკარგა და პროკურატურას რეაგირება არ ჰქონია.
- ამბობდა იმასაც, რომ "სახელმწიფოს მარიონეტები" უკანონოდ თხოვდნენ კომპანიის წილს.
- "უამრავი მტკიცებულება გვაქვს, თუ როგორ გაანადგურა პროკურატურამ დაცვის მასალები. ასევე, როგორ აიძულეს ვაჟა მელაძეს დაეტოვებინა ქვეყანა ახლა კი ქვეყანაში თუ ჩავა ელოდება სასჯელი რომელიც ჩინოვნიკების მიერ არის გაფორმებული", — წერდა ის.
- ამასთანავე მელაძემ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საუბრობდა, რომ პროკურატურა პირად მონაცემებს იყენებდა და ამის დასამტკიცებლად ფაილები ატვირთა — უწყების განცხადებით, სხვათა პერსონალური მონაცემების გავრცელებასთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაიწყო.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები