ლუკა პოლარე თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველ ჯელატოს საწარმოს ააშენებს
კაფე-სანაყინე ლუკა პოლარე ის ადგილია, რომელსაც ჯელატოს ნაყინის მოყვარულები უკვე 14 წელიწადია, ზამთარ-ზაფხულ უდიდესი სიამოვნებით სტუმრობენ, არა მხოლოდ ნაყინის, არამედ უგემრიელესი ყავისა და ნამცხვრების დასაგემოვნებლად ან უბრალოდ სასიამოვნო ატმოსფეროში დროის გასატარებლად.
გადავწყვიტეთ, ლუკა პოლარეს ფანებისთვის ამ ბლოგით სასიამოვნო სიახლის მაუწყებლები გავმხდარიყავით — თიბისის მხარდაჭერით, ლუკა პოლარე გეგმავს ახალი, იტალიური და გერმანული დანადგარებით აღჭურვილი დიდი საწარმოს აშენებას, სადაც ჯელატოს ხაზის კიდევ უფრო მეტი გემოსა და რაოდენობის ნაყინი დამზადდება.
"თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ჯელატოს საწარმოს ასაშენებლად მიწა უკვე შესყიდული გვაქვს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მშენებლობის დაგეგმვა. ეს იქნება დაახლოებით 1500 კვ. მეტრამდე შენობა, რომლის აშენებასა და გამართვას 2 წელიწადი დასჭირდება და რომელიც დააკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას. საწარმოში დასაქმდებიან პროფესიონალები, რომლებსაც ამ სფეროში თავად ვამზადებთ ადგილზე," — ამბობს კაფე-სანაყინე ლუკა პოლარეს დირექტორი, რატიელ მახარაძე.
ლუკა პოლარეს ისტორია 2008 წელს თბილისში 20 კვ.მეტრში განთავსებული 15 სახეობის ჯელატოთი დაიწყო. დაარსების დღიდან, დამფუძნებლებმა მთავარ მიზნად მაღალი ხარისხის ჯელატოს ხაზის ნაყინი წარმოება-გაყიდვა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე, მათ მოთხოვნებზე ორიენტირებულობა დაისახეს. სწორედ ეს ორი ფაქტორი მიაჩნიათ დღემდე ლუკა პოლარეს პოპულარობის მიზეზად, რაც უამრავ ერთგულ მომხმარებელზეც აისახება.
დღეისათვის ლუკა პოლარე მომხმარებელს თბილისის, ბათუმის, ქობულეთისა და რუსთავის 20 ფილიალში 100-ზე მეტი დასახელების პროდუქციას სთავაზობს. იტალიური ტექნოლოგიით, ნატურალური რძისგან და ხილისგან დამზადებული, მათ შორის ვეგანური, გლუტენისგან თავისუფალი თუ დიაბეტური ჯელატოს გარდა, მომხმარებელს კაფეს მყუდრო, კომფორტულ სივრცეში უკვე ლუკას საყოველთაოდ ცნობილი ყავის, ჩაის, ცხელი შოკოლადის, ფრეშის, სალათების, სენდვიჩებისა თუ პურ-ფუნთუშეულის მრავალფეროვნებაც ხვდება. ამას ემატება მუდამ კეთილგანწყობილი, მზრუნველი და მეგობრული პერსონალი. ყველაფერი ერთად კი ლუკა პოლარეს საყვარელ კაფე-სანაყინედ აქცევს.
"ჩვენ გვყავს გუნდი, რომლებსაც ჩვენი მომხმარებელი ლუკას მიღმა, ქუჩაში ყოველთვის სიამოვნებით და ღიმილით ესალმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, ამიტომ პერსონალის შერჩევას და შემდეგ მათთვისაც სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ისინი ქმნიან ლუკა პოლარეს სახელს — გარემოს, განწყობას, სივრცეს, სადაც თავი კომფორტულად უნდა იგრძნო, ანუ ადგილს, სადაც შეიძლება შენი ცხოვრება ცოტა ხნით დააპაუზო, ადგილს, რომელსაც უკვე უამრავი მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებლის სურვილები და მათგან წამოსული უკუკავშირი ჩვენს მუდმივ განვითარებას განაპირობებს. ვცდილობთ, არ გამოგვრჩეს მათი და დროის მოთხოვნები და შესაბამისად, ყოველწლიური სიახლეებით ვამდიდრებთ ჩვენს სივრცეს, იგულისხმება როგორც გემოები, ასევე მომსახურების ფორმალური მხარეებიც," — ამბობს ტარიელ მახარაძე.
ახალი საწარმოს მშენებლობის დაგეგმვის პარალელურად, დამფუძნებლები ლუკა პოლარეს სამომავლო ფრენჩაიზინგის გეგმაზეც მუშაობენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ლუკას თავდაპირველ სტრატეგიას — მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ და რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი მომხმარებელი ლუკა პოლერეში, ანუ ადგილზე, სადაც შეგიძლია ცხოვრება ცოტა ხნით დააპაუზო!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები