კელი დეგნანი

9 Nov. 2022, 17:13

აშშ არ არის ევროპარლამენტის წევრი, შესაბამისად, ჩვენ არ ვიყავით ჩართული რეზოლუციის შემუშავებაში. ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ პოლარიზაცია არის პრობლემატური ქვეყანაში და ვეთანხმებით მოწოდებას პოლიტიკური აქტორების მიმართ, რომ ერთად გააუმჯობესონ ამბიციური დემოკრატიული მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმა. ეს უნდა მოხდეს ინკლუზიურად.

საქართველოს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება იმის, რომ იგი წარუდგენს თავის შემუშავებულ კანონმდებლობას ვენეციის კომისიას თუ სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყნის ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს ხელთ საქართველოს, მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეუძლია, გადადგას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემუშავებული კანონმდებლობა წარედგინოს ვენეციის კომისიას, რათა მან შეაფასოს შესაბამისობა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანს, რომელიც გულისხმობს სტაბილურ, წარმატებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას და ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროკავშირისა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ლიდერები, როგორც მმართველი პარტია, ასევე, ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდებიან და შეასრულებენ იმ სამუშაოს და ისე შეასრულებენ, რომ დააკმაყოფილონ ევროპული სტანდარტები. დიდი იმედი მაქვს, ამას შეძლებენ ქართველი ხალხისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…