რუსები ხერსონს ტოვებენ
ფოტო: სუსპილნე
უკრაინაში რუსული დაჯგუფების მეთაურმა, სერგეი სუროვიკინმა, თავდაცვის მინისტრს ხერსონის რეგიონში ჯარების დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გაყვანა შესთავაზა. სერგეი შოიგუ კი ხერსონიდან ძალების გაყვანას დათანხმდა. დეტალურად განვიხილოთ რა მოხდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გარდა იმისა, რომ ხერსონი სტრატეგიული და სიმბოლური მნიშვნელობისაა, რუსეთმა ამ რეგიონის ანექსია გამოაცხადა, რაც კრემლისთვის იმას ნიშნავს, რომ ახლა რუსეთი "თავის ტერიტორიაზე" იხევს უკან.
- მეტი კონკრეტიკისთვის კი ვიტყვით — ეს ნიშნავს ქალაქ ხერსონის "დათმობას".
ხერსონის სტრატეგიული მნიშვნელობა: ომამდე ქალაქში 300 000 მოსახლე ცხოვრობდა, თუმცა უკრაინაში ვარაუდობენ რომ ნახევარმა ომის მიმდინარეობისას დატოვა.
- ხერსონი პირველი ქალაქი იყო, რომელიც ოკუპანტებმა დაიკავეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
- ხერსონი მოიცავს ერთადერთ სახმელეთო გზას ყირიმის ნახევარკუნძულამდე, ასევე მდინარე დნეპრის შესართავთან, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არტერიაა უკრაინისთვის.
როგორ მიიწევდა წინ უკრაინის არმია: 29 აგვისტოს უკრაინა შეტევაზე გადავიდა, რის შემდეგაც წარმატებით ათავისუფლეს დასახლებებს, მათ შორის, ხერსონში.
- 5 ოქტომბერს, ხერსონში წარუმატებელი ბრძოლების შემდეგ რუსეთი, ტრადიციულად, "გადაჯგუფებაზე" ალაპარაკდა.
- 19 ოქტომბერს რუსების ჯარების მეთაურმა აღიარა, რომ ამ მიმართულებით დაძაბული ვითარება ჰქონდათ.
- 21 ოქტომბრის მონაცემებით, უკრაინას ხერსონის რეგიონში 88 დასახლებული პუნქტი ჰქონდა გათავისუფლებული.
- 22 ოქტომბერს ომის კვლევის ინსტიტუტმა ანგარიშში აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა დასავლეთ ხერსონიდან უკან დახევა დაიწყეს.
- 4 ნოემბერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მდინარე დნიპროს დასავლეთ მხარეს და ხერსონში უკრაინელებს ტერიტორიის გათავისუფლება შეუძლიათ.
გარდა ამისა, რადიო თავისუფლების რუსული ბიურო წერს, რომ ბოლო დღეებში ხერსონიდან დაიწყო რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებების, საბჭოთა და რუსი მოღვაწეების ძეგლების, თავად გრიგორი პოტემკინ-ტავრიჩესკის ფერფლის "ევაკუაცია".
- "ადმინისტრაციული შენობებიდან რუსეთის დროშები ჩამოხსნეს. ამავდროულად, ოფიციალურად ბოლო მომენტამდე ამბობდნენ, რომ ქალაქი თავდაცვისთვის ემზადებოდა", — წერს გამოცემა.
- დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტებმა ხერსონში ხიდების მასიური აფეთქება დაიწყეს — ამბობდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის შესაჩერებლად.
რუსეთის ოფიციალური მარცხი: სუროვიკინის მოხსენება შოიგუსადმი რუსული ტელევიზიების ეთერში გავიდა. ის ამბობდა, რომ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე რუსული დაჯგუფებების აღჭურვა უჭირთ.
- "მიზანშეწონილია თავდაცვის ორგანიზება მდინარე დნეპრის ბარიერის ხაზის გასწვრივ, მისი მარცხენა სანაპიროზე", — განაცხადა გენერალმა და დაამატა, რომ გადაწყვეტილება ადვილი არ იყო, მაგრამ ამ გზით რუსი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენას შეეცდებიან.
- როგორც მედუზა წერს, შოიგუმ ბრანება გასცა, რომ დაიწყონ რუსული ჯარების გაყვანა მდინარე დნეპრზე.
- სუროვიკინი ასევე ამტკიცებდა, რომ უკრაინამ, სავარაუდოდ, 9,5 ათასი ჯარისკაცი დაკარგა ხერსონის რეგიონში ბრძოლებში, ხოლო რუსეთმა — 7-8-ჯერ ნაკლები.
უკვე დაიწყო ამ გადაწყვეტილების გამართლების მცდელობები. მაგალითად, ვაგნერის დამფუძნებელმა, პროპაგანდისტულ რიას უთხრა, რომ მინიმალური დანაკარგებით ჯარების გაყვანა სუროვიკინის მიღწევაა.
- "მნიშვნელოვანია არ ვიტანჯოთ, არ ვიბრძოლოთ პარანოიაში, არამედ გამოვიტანოთ დასკვნები და ვიმუშაოთ შეცდომებზე. და ამის შემდეგ გავიგოთ ვინ არის მართალი, ვინ არის დამნაშავე და რა არის პრობლემის არსი", — განაცხადა პრიგოჟინმა.
- პუტინის მთავარმა მხარდაჭერმა, რამზან კადიროვმა კი ტელეგრამზე დაწერა, რომ სრულად ეთანხმება სუროვიკინის გადაწყვეტილებას და მან რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
უკრაინას ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა როგორც ადგილობრივი ტელეგრამ არხი ქვეყნის პოლიტიკა წერს, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისგან გაიგეს, რომ უკვე შედიან სოფლებში.
განახლება [21:00]: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა Reuters-თან განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები