ვალერი ზალუჟნი

10 Nov. 2022, 16:44

მტრის ყოველი ე.წ. "კეთილგანწყობის ჟესტის" მიღმა, ჩვენი ჯარების კოლოსალური ძალისხმევა დგას. ისევე როგორც მტერი უკან იხევდა კიევიდან და ხარკოვის რეგიონიდან, ტოვებდა ზმეინის კუნძულს, ხერსონიდან სავარაუდო გასვლაც ჩვენი აქტიური მოქმედებების შედეგია.

უშუალოდ ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ლოჯისტიკური მარშრუტები და დამხმარე სისტემა, ჩამოშალეს მოწინააღმდეგის ჯარების კონტროლის სისტემა. ამრიგად, მტერს სხვა გზა არ დარჩა, გარდა გაქცევისა.

ხერსონიდან რუსული საოკუპაციო ჯარების ე.წ. გასვლისას, ვაგრძელებთ შეტევით ოპერაციას ჩვენი გეგმის მიხედვით.

ამრიგად, ხერსონის მიმართულებით პირველი ოქტომბრიდან, ჩვენი ჯარების წინსვლა მტრის თავდაცვის სიღრმეში 36,5 კმ-მდეა, აღებული ტერიტორიის საერთო ფართობი 1 381 კვადრატულ კმ-ს აღწევს, აღდგენილია კონტროლი 41 დასახლებაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…