ვოლოდიმირ ზელენსკი

14 Nov. 2022, 00:08

დღეს კვირაა. ჩემს გუნდთან ერთად ჩემს ოფისში ვარ. ოფისი მუშაობს, კიევი არ ჩერდება, ქვეყანა არ ჩერდება. მიმოიხედეთ გარშემო — ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი გამარჯვებისთვის იბრძვიან და დაუღალავად შრომობენ. ფრონტზე დასვენების დღეები არ არის. მაშველებს და მესაზღვრეებს უქმე დღეები არ აქვთ. ექიმები, რომლებიც დაჭრილებს ეხმარებიან, დასვენების დღეების გარეშე არიან. ექიმები, რომლებიც ჩვენს შვილებს ეხმარებიან, ასევე, უქმე დღეების გარეშე მუშაობენ. უკრაინელ ელექტრიკოსებს, რომლებიც ირანულ დრონებს ებრძვიან, მოსვენება არ აქვთ.

[...] ყველა ჩვენგანი უკვე ვგრძნობთ, რომ ჩვენი გამარჯვება ახლოვდება — ერთიანობის შენარჩუნებით, ენერგიულობის შენარჩუნებით და იმის ცოდნით, რომ ჩვენ ჩვენს მიწაზე უფლება გვაქვს. და მადლობას ვუხდი ჩვენს მეთაურებს, დაზვერვის ოფიცრებს და ყველას, ვინც მონაწილეობს ჩვენი შემდეგი ნაბიჯების ჩამოყალიბებაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
  3. ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…