ირაკლი ზარქუა

14 Nov. 2022, 00:52

სიმართლე გითხრათ, ცოტა გაოცებული ვარ, მსუბუქად რომ ვთქვა, ის რასაც ჩვენ ვისმენთ, მერამდენე დღეა ხომ? რამდენიმე დღის წინ ჩატარდა არჩევნები აშშ-ში. ჩვენ გვაინტერესებს იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები არიან. იქ, რაც ეუთო/ოდირის დასკვნა მოვისმინეთ და ჩანაწერი, სადაც არის პოლარიზაცია, სადაც არის მოსყიდვა, სადაც არის დაშინება. რაღა შორის წავიდეთ, გარდაცვლილი ადამიანი აურჩევიათ, არ ვიცი ეს თუ სიმართლეა. ჩვენთან ქე მაინც გარდაცვლილები ხმას აძლევენო და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ. შემაშფოთებელია, და თუ არის საშუალება, ალბათ, დავგმობდი. 

ჩვენ გულისტკივილით ვამბობთ ამას, იმიტომ, რომ ჩვენ აშშ-ს, ისევე, როგორც ევროპის ცალკეულ სახელმწიფოს ველოდებით და ვუყურებთ, როგორც მაგალითის მომცემს და როდესაც ეუთოს ასეთი დასკვნა დაიდება, იქ, ახლა რანაირად უნდა ველაპარაკოთ ოპოზიციას, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია. რანაირად უნდა ავუხსნათ მას, რომ კონკურენცია არის მნიშვნელოვანი, რომ დაშინება გამორიცხულია, მოსყიდვა გამორიცხულია. 

[...] მე ვისურვებდი და ვუსურვებ აშშ-ს, რომ ის რეკომენდაციები, რაც არის, მათ შორის, ეუთო/ოდირის, და არც ერთი არ ჰქონია შესრულებული, და რომ დროულად შეასრულონ, ეს არ არის ირონიულად ნათქვამი. ჩვენ გვინდა ჩვენი მთავარი პარტნიორი იყოს მაგალითის მომცემი, იმიტომ, რომ ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რატომ გვინდა დასავლეთი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…