პოლონეთის პრეზიდენტი: პოლონეთის და საქართველოს საერთო ისტორია უკვე იწერება
ფოტო: ანა ათაბეგაშვილი / On.ge
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუმრობისას ყურადღება გაამახვილა საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომზე და აღნიშნა, რომ საქართველო ამ ომში მარტო არ ყოფილა, პოლონეთი იყო საქართველოს უპირობო მხარდამჭერი და მოკავშირე. მისი თქმით, ამის დასტური პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ვიზიტი იყო საქართველოში, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ლიდერებთან ერთად.
როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღმისი თქმით, ლეხ კაჩინსკი ყოველთვის გამოხატავდა პროტესტს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ, ვინაიდან იცოდა, რომ ეს საშიში იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.
დუდამ აგრეთვე ისაუბრა საქართველო-პოლონეთის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე. მან ისაუბრა საქართველოს ნატოში შესვლაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს წინაშე კვლავ მრავალი გამოწვევაა და ამ მხრივ კვლავ ბევრი სამუშაო. მისი თქმით, ის გულითადი კავშირი, რაც საქართველოსა და პოლონეთს შორისაა, ნიშნავს საერთო პასუხისმგებლობას და ერთობლივ მოქმედებას დასახული მიზნის მისაღწევად.
ანდჟეი დუდამ ხაზი გაუსვა პოლონეთსა და საქართველოს კულტურათა შორის ერთიანობასაც. ის იმედოვნებს, რომ სამომავლოდ, ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლები გააგრძელებენ მემკვიდრეობას და ბევრ სამეცნიერო პროექტში ითანამშრომლებენ. მან ისაუბრა პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის მუშაობასა და მის მნიშვნელობაზე. როგორც მან აღნიშნა, შვიდი ისტორიკოსისგან შემდგარი გუნდი აქტიურად მუშაობს ნაშრომზე, რომელიც ამ ორი ქვეყნის ისტორიას გააერთიანებს. კომისია შეიქმნა ვარშავის უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ევროპის კათედრის ინიციატივით.
მან შეხვედრა დაასრულა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვებით - საქართველოს და პოლონეთს აერთიანებთ ის, რომ მათ არ ეშინიათ, არ უნდათ არავის დაქვემდებარება და არც არავისთვის აპირებენ ქედის მოხრას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები