ირაკლი კობახიძე

14 Nov. 2022, 16:11

ქართველებს არ გვაქვს ნავთობითა და გაზით მდიდარი ქვეყანა. ჩვენი მთავარი სიმდიდრე ჩვენი ისტორია და ბუნებაა. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ განსაკუთრებით მასშტაბურ ქველმოქმედებას ბიძინა ივანიშვილი, წლების მანძილზე, სწორედ ამ ორი მიმართულებით ახორციელებს. [...]

წინა ხელისუფლების მიერ „ჩარეცხილად“ შერაცხულ ინტელიგენციაზე ზრუნვა, ეკლესია-მონასტრებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, სამების ტაძრის მშენებლობა, ქართულ პოლიფონიაზე ზრუნვა და ბიძინა ივანიშვილის სხვა მასშტაბური საქველმოქმედო ინიციატივები სწორედ საქართველოს ისტორიისა და ტრადიციების მოფრთხილებისა და შენარჩუნების პატრიოტულ საქმეს ემსახურება. [...]

სწორედ ასეთ ადამიანს - ქველმოქმედს, მეცენატს, ადამიანს, რომელმაც კარგად იცის საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ბუნების ფასი და უბრალოდ, უყვარს ეს ქვეყანა, საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები ოლიგარქად მოიხსენიებენ.

ამის მიზეზი არის არა ის, რომ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, მეცენატობას და ქვეყნის სიყვარულს ვერ ხედავენ, არამედ, პირიქით, ისინი ბიძინა ივანიშვილს სწორედ ქველმოქმედებას, მეცენატობას და საკუთარი ქვეყნის, მისი ისტორიისა და ბუნების სიყვარულს ვერ პატიობენ. [...]

საქართველოს არაკეთილმოსურნეებს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ მათ, უმძიმესი შანტაჟის პირობებშიც კი, ბიძინა ივანიშვილს ომისკენ ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს და ნაცვლად იმისა, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში შემობრუნებას და ქვეყნის განადგურებას დათანხმებოდა, დღეს ქველმოქმედებით, მათ შორის საქართველოს ბუნების გალამაზებითა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებით არის დაკავებული.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  3. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  4. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
  5. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…