10 რამ, რაც ნაცნობი იქნება, თუ ყოველთვის ყველგან აგვიანებ
არაპუნქტუალურობა ცუდი თვისებაა — ამაზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა უამრავი მცდელობის მიუხედავად, დროის სწორად განაწილება და მართვა ზოგიერთი ჩვენგანის ძლიერი მხარე არაა. რაც არ უნდა ადრე გავიღვიძოთ და რომელ საათზეც არ უნდა დავიწყოთ მზადება, თითქოს რაღაც უხილავი ძალა ყოველთვის გვიშლის ხელს, დანიშნულების ადგილზე დროზე მივიდეთ.
ამ სტატიაში იმ 10 გრძნობას გაგიზიარებთ, რომელიც შენთვისაც ნაცნობი იქნება, თუ ყოველთვის ყველგან აგვიანებ:
1. ამბობ, რომ უკვე გამოხვედი, თუმცა ჯერ საწოლიდანაც არ ამდგარხარ
ფოტო: Giphy
"კი, უკვე გამოვედი" — ამ ფრაზის მიღმა უამრავი ტყუილი იმალება: შეიძლება ჯერ საწოლიდანაც არ ამდგარხარ, შხაპს იღებ ან სულაც ახლაღა გაგახსენდა, რომ სადღაც ხარ წასასვლელი.
2. "5 წუთში მოვალ"
ფოტო: Giphy
ქვეყნის მეორე ბოლოშიც რომ იყო, ყველას არწმუნებ, რომ 5 წუთში მათთან გაჩნდები. მთავარია, არ აკონკრეტებ, ამ 5 წუთის ათვლა საიდან უნდა დაიწყონ.
3. მობილურზე ათასი მაღვიძარა და შემხსენებელი გიყენია
ფოტო: Giphy
შენი ტელეფონით გამუდმებით წკრიალებს — თითქოს ეს დროის სწორად განაწილებაში უნდა გეხმარებოდეს, მაგრამ რატომღაც მაინც აგვიანებ.
4. სხვებს ჰგონიათ, რომ ეს ჩვევა არ გაწუხებს
ფოტო: Giphy
დამსახურებულ საყვედურებს იღებ, მაგრამ ხანდახან შენც ნაწყენი რჩები, რადგან სხვებს ჰგონიათ, დაგვიანება გიხარია. არადა, ღმერთია მოწმე, სულ ცდილობ, გამოსწორდე.
5. ყოველი დაგვიანების შემდეგ საკუთარ თავთან პირობას დებ, რომ შეიცვლები
ფოტო: Giphy
მაგრამ ამ პირობის შესრულება ძალიან რთულია!
6. თავის გასამართლებელი საბუთები მუდამ მზად გაქვს
ფოტო: Giphy
"მე კი არ დავიგვიანე, სხვები მოვიდნენ ზედმეტად ადრე".
7. ბოდიშს ხშირად იხდი
ფოტო: Giphy
"მოდი, დავიწყოთ ბოდიშით" — დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე ყველას ებოდიშები და წინასწარ მომზადებული თავის გასამართლებელი მიზეზებიდან ერთს ან რამდენიმეს იყენებ.
8. ადამიანები ზოგჯერ იმაზე ადრე გთხოვენ მისვლას, ვიდრე საჭიროა, მაგრამ მაინც აგვიანებ
ფოტო: Giphy
ხანდახან მეგობრები გატყუებენ, რომ დანიშნულების ადგილზე 8 საათზე კი არა, არამედ 8-ის ნახევარზე უნდა მიხვიდე, მაგრამ შენს მოტყუებას აზრი არ აქვს, რადგან მისვლას 9 საათამდე ვერ ახერხებ.
9. სხვების დაგვიანებაზე ხმას ვერ იღებ
ფოტო: Giphy
ათასში ერთხელ ისეთ ადამიანს შეხვდები, რომელიც შენზე არაპუნქტუალურია, თუმცა სანამ საყვედური დაგცდება, ენაზე იკბენ — გულის სიღრმეში იცი, რომ გაბრაზების უფლება მხოლოდ პუნქტუალურ ადამიანებს აქვთ.
10. ყველას უკვირს, როცა არ აგვიანებ
ფოტო: Giphy
ზოგჯერ სასწაული ხდება და დანიშნულების ადგილზე დროულად მიდიხარ, თუმცა ამ დროს ყველა უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს შენს არაპუნქტუალურობაზე, რაც, ცოტა არ იყოს, გწყინს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები