ყველაფერი, რაც პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნაზე ვიცით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 15 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსული წარმოების რაკეტა პოლონურ სოფელ პრჟევოდოვზე, უკრაინის საზღვართან ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პოლონეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ალიანსის მე-5 მუხლის თანახმად ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა, მის ყველა წევრზე თავდასხმას გულისხმობს, თუმცა ამ დროისთვის, განიხილება არა მე-5, არამედ მე-4 მუხლის ამოქმედება.
- მე-4 მუხლი მოიცავს შემთხვევას, როდესაც წევრი სახელმწიფო ფიქრობს, რომ სხვა ქვეყნის ან ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება;
- წევრი ქვეყნები იწყებენ კონსულტაციებს, მოლაპარაკებების დროს კი ეს საფრთხე და მასთან დაპირისპირების გზები განიხილება — გადაწყვეტილება ერთხმად მიიღება.
- დღეს, 16 ნოემბერს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს ალიანსის ელჩების საგანგებო შეხვედრას ბრიუსელში ინციდენტის განსახილველად.
დეტალები: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ დაუკონკრეტებია რა ტიპის რაკეტა იყო ან საიდან გაისროლეს ის.
- პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის "დიდი ალბათობით რუსეთშია წარმოებული". პრემიერმინისტრის განცხადებით, კი ინციდენტი იყო "ერთი აქტი" და არ არსებობს რაიმე მტკიცებულება შემდგომი რაკეტების შესახებ.
- როგორც CNN წერს, გაურკვეველი რჩება ვინ და საიდან გაისროლეს რაკეტები.
- Associated Press-თან სამი ამერიკელი ოფიციალური პირი ვარაუდობს, რომ რაკეტები უკრაინელმა სამხედროებმა გაუშვეს, რათა რუსული რაკეტა ჩამოეგდოთ.
- როგორც Associated Press აღნიშნავს, პოლონეთმა და ნატომ გამოიყენეს ისეთი ენა, რომლითაც სავარაუდოა, რომ ისინი არ განიხილავდნენ რაკეტის აფეთქებას, როგორც განზრახ რუსეთის თავდასხმას.
ფოტო: CNN
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ინდონეზიაში, ბალიში, სადაც მსოფლიო ლიდერები G20-ის სამიტზე იმყოფებიან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
- შეხვედრას ესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი; გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი; კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო;
- საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი; იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი; იაპონიის პრემიერმინისტრი კიშიდა ფუმიო; დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი;
- ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი; ჰოლანდიის პრემიერმინისტრი მარკი რუტე; ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლზ მიშელი.
ფოტო: Kevin Lamarque/Reuters
NATO და G7: საგანგებო შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პოლონეთს.
- "ჩვენ გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას და დახმარებას პოლონეთის მიმდინარე გამოძიებაში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ დავრჩეთ მჭიდრო კავშირში, რათა განვსაზღვროთ შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები გამოძიების მიმდინარეობისას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
- "ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე".
მანამ, სანამ პოლონეთში რაკეტა ჩამოვარდებოდა, ოკუპანტებმა ერთდროულად უკრაინის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონზე მიიტანეს იერიში.
- უკრაინის საჰაერო სარდლობის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტა გაისროლა.
- დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.
- პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, უკრაინის 7 მილიონ მოქალაქეს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
რუსეთი: რუსეთი პოლონეთში რაკეტების ჩამოგდებას უარყოფს და "პროვოკაციას" უწოდებს.
- კრემლში ამბობენ, რომ მედიაში ინციდენტის ადგილიდან გამოქვეყნებულ ფოტოებზე აღბეჭდილ ტექნიკის ნარჩენებს რუსულ რაკეტებთან კავშირი არ აქვს.
- მოსკოვის წარმომადგენელი გაეროში კი ამტკიცებს, რომ პოლონეთი "ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების პროვოცირების მცდელობას ახორციელებს".
უკრაინა: პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოხდა ის, რაზეც დიდი ხანია ყველას აფრთხილებდნენ.
- "რამდენჯერ უთქვამს უკრაინას, რომ ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს ქვეყანაში არ გაჩერდება? რაკეტების გასროლა NATO-ს ტერიტორიაზე — ეს არის რუსული სარაკეტო თავდასხმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე", — აცხადებს ზელენსკი.
- "ეს არის რეალობა, რომლის შესახებაც ვაფრთხილებდით. ჩვენ ვითხოვდით ცის დაკეტვას, რადგან ცას საზღვარი არ აქვს", — ამის შესახებ კი უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დაწერა.
აშშ: ბაიდენის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ისროლეს.
- აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ სურს დეტალებზე საუბარი, სანამ გამოძიება არ დასრულდება.
თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის "პატივს სცემს" რუსეთის უარყოფას პოლონეთის სარაკეტო ინციდენტთან დაკავშირებით.
- "ჩვენ სერიოზულად ვითვალისწინებთ რუსეთის განცხადებას, რომ "ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს"";
- "დღეს დილით, როდესაც მე შევხვდი გერმანიის კანცლერს, ბატონ შოლცს, ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ საჭიროა შემდგომი გამოძიება", — თქვა ერდოღანმა.
ბალტიის ქვეუნები: ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდება კრემლის მხრიდან ძალიან საშიში ესკალაციაა.
- ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პოლონეთს მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადა და დაწერა, რომ NATO-ს მთელი ტერიტორია დაცული უნდა იყოს.
- მომხდარს გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო უწყება. მათი განცხადებით, ესტონეთი მზადაა, დაიცვას ალიანსის მთელი ტერიტორია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები