უნილაბი სკოლაში: დაფინანსებული კურსები მოსწავლეებისთვის
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და კიბერლაბორატორია უნილაბი მთელი საქართველოს საშუალო საგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროექტს "უნილაბი სკოლაში".
პროექტი სკოლის VIII-XII კლასელებისთვის დისტანციურად განხორციელდება.
ლექციების ფორმატით გაეცნონ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოიპოვონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება და ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პროგრამირების მიმართულების სამი პრაქტიკული კურსიდან გაიარონ ერთ-ერთი:
შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის ეტაპები
პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება.
პირველი ეტაპზე, ღია ლექციებზე, მოსწავლეები გაეცნობიან თანამედროვე პროფესიებს და მოემზადებიან პროექტის მეორე ეტაპისთვის. კერძოდ, ღია ლექციებზე მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეები შეასრულებენ სატესტო დავალებებს, რომელთა წარმატებით შესრულებაც განსაზღვრავს დაფინანსების მოპოვებისა და კურსის გავლის შესაძლებლობებს.
მეორე ეტაპზე, შერჩეული მოსწავლეები, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მოიპოვებენ დაფინანსებას, სამი პრაქტიკული კურსიდან (Front-end დიზაინის საწყისები; Unity 3D; C#) გაივლიან ერთ-ერთს; სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ-დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning). თითოეული კურსი მოიცავს 14 ლექციას.
მესამე ეტაპზე კი მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა კურსზე შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით 1 თვის განმავლობაში იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ამ პერიოდში მათ კონსულტაციებს ლექტორები გაუწევენ.
პროექტის მონაწილეეებს ექნებათ საშუალება, შეიძინონ ცოდნა თანამედროვე პროფესიებში, ისარგებლონ უნილაბის სივრცით, დასვან შეკითხვები, მიიღონ რჩევები და რეკომენდაციები გამოცდილი ლექტორებისა და სტუდენტებისაგან, იმუშაონ რეალურ პროექტებზე და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.
პრიზი
მოსწავლეების მიერ შესრულებულ ფინალურ პროექტებს შეაფასებს პროექტის ჟიური. თითოეული კურსის ფარგლებში გამოვლინდება რჩეული პროექტი. მისი ავტორი დასაჩუქრდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერით, ასევე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზით.
მონაწილეობის კრიტერიუმები
პროექტში მონაწილეობა შეუძლია VIII-XII კლასების ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით, სურს ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და წარმატებით შეავსებს სააპლიკაციო ფორმას 2022 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.
- კურსის „Front-end დიზაინის საწყისები“ სააპლიკაციო ფორმა
- კურსის „Unity 3D“ სააპლიკაციო ფორმა
- კურსის „C#“ სააპლიკაციო ფორმა
არჩეული კურსის შესაბამისად კურსის მონაწილეებს თეორიულ ცოდნას მისცემენ და რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში მენტორობას გაუწევენ კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი ლექტორები.
გრაფიკული დიზაინი: ნენე არაბული, UI/UX დიზაინერი. გავლილი აქვს ჯეოლაბის UI/UX განხრის კურსი და ნამუშევარი აქვს არაერთი კომპანიის საიტისა და აპლიკაციის დიზაინზე.
Unity 3D: თამთა ასათიანი, Game developer-ი, რომელიც თამაშებზე 15 წლიდან მუშაობს და ამ დროის განმავლობაში მონაწილეობდა მრავალი თამაშის შექმნასა და საქართველოს განათლების სამინისტროს სხვადასხვა პროექტში.
C#: ვარლამ დადიანი 2019 წლიდან მუშაობს odrex software-ში ბექენდ დეველოპერად. კითხულობდა C#-ის ლექციებს ჯეოლაბში.
რას მომცემს პროექტში მონაწილეობა?
პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას:
- მეტი ინფორმაცია მიიღო მომავლის პროფესიებზე;
- ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინო ინტერესის სფერო და, შესაბამისად, გაიღრმაო ცოდნა;
- გაეცნო ისეთ ინფორმაციას, რომელიც სასკოლო პროგრამაში არ არის გათვალისწინებული;
- თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული დავალებების საშუალებით დაეუფლო შენთვის საინტერესო პროფესიის საფუძვლებს;
- შეიძინო ახალი მეგობრები ტექნოლოგიების სამყაროდან.
გრაფიკული დიზაინი: სილაბუსი; ლექტორები; სააპლიკაციო ფორმა
თამაშების დეველოპმენტი Unity 3D: სილაბუსი; ლექტორები; სააპლიკაციო ფორმა
პროგრამირება C#: სილაბუსი; ლექტორები; სააპლიკაციო ფორმა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები