Pussy Riot-ის წევრი ნიკა ნიკულშინა და რუსი ჟურნალისტები საქართველოში არ შემოუშვეს
ფოტო: Sky News
გამოცემა დოჟდის ინფორმაციით, Pussy Riot-ის წევრი ნიკა ნიკულშინა, Project-ის ჟურნალისტი კატია არენინა და Mediazona-ს სარედაქციო ჟურნალისტი გალა ლატიგოვსკაია საქართველოში არ შემოუშვეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები განხორციელებული ზეწოლის გამო რუსეთს ტოვებენ.
- რუსეთში, საქმიანობა აეკრძალა კრიტიკულ მედიებს, რომელთა თანამშრომლებს ქვეყანა უცხოეთის აგენტებად აცხადებს და თავისუფლების აღკვეთით ემუქრება.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი — 443 600 ადამიანი, საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოვიდა.
კატია არენინას თქმით, ის საზღვარზე გადასვლას 14 ნოემბერს ცდილობდა.
- "პასპორტი ჩავაბარე, თანამშრომელმა კომპიუტერში რაღაც ნახა და 10 წუთი ჩუმად იყო", — ამბობს ჟურნალისტი.
- არენინას თქმით, მას სხვა მესაზღვრე მიუახლოვდა და შესვლის აკრძალვის შესახებ ცნობა შემდეგი სიტყვებით გადასცა: "ეკატერინა, ჩვენ უარს გიცხადებთ საქართველოში შესვლაზე. ჩვენი საუბარი ჩაწერილია — სხვას ვერაფერს აგიხსნით".
- უარის თქმის დასაბუთების სვეტში "სხვა მიზეზები" იყო მითითებული.
ნიკულშინას განცხადებით, ის საქართველოში 1 ნოემბერს არ შემოუშვეს.
- მან საზღვარზე ორი საათი დაყო და შესვლაზე უარი არანაირად არ იყო დასაბუთებული.
- ნიკულშინას აქვს ექვსთვიანი ბინის ქირავნობის ხელშეკრულება საქართველოში.
გალა ლატიგოვსკაიას ცნობით, 2 ნოემბერს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე.
- ჟურნალისტის განმარტებით, 50 წუთი გაატარა საზღვრის კონტროლზე, რის შემდეგაც უცხო პირი მიუახლოვდა და აცნობა, რომ ახლავე უნდა წასულიყო უკან.
On.ge დამატებითი ინფორმაციისთვის შსს-ს დაუკავშირდა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
- დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, მედიასთან ისაუბრა იმ ძირითად მიზეზებზე, რის გამოც პირებს საქართველოს საზღვრის კვეთა ეკრძალებათ.
-
"სხვადასხვა უწყებებთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ ის პირები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან ქვეყნის უსაფრთხოებას, ხდება მათთვის უარის თქმა და საზღვრიდან გაბრუნება", — განმარტა დარახველიძემ.
გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი კიდევ სამ ჟურნალისტსა და აქტივისტს ეთქვა.
- მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში ან უძრავ ქონებას ქირაობენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები