თეთრი სახლი

16 Nov. 2022, 23:10

სრული ნდობა გვაქვს პოლონეთის მთავრობის მიერ უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების გამოძიების მიმართ და ვაფასებთ მათ პროფესიონალიზმს, რომლითაც ისინი საქმეს იძიებენ. ჩვენ არ გავუსწრებთ მათ საქმიანობას და მჭიდრო კავშირში ვიქნებით ჩვენს პოლონელ კოლეგებთან, რადგან ჯერ კიდევ ვაგროვებთ ინფორმაციას.

ვერაფერი ვნახეთ, რაც ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დუდას წინასწარ შეფასებას, რომ ეს აფეთქება, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, პოლონეთში დაეშვა.

რაც არ უნდა იყოს საბოლოო დასკვნა, ცხადია, რომ ამ ტრაგიკულ ინციდენტზე საბოლოო პასუხისმგებელი მხარე რუსეთია, რომელმაც უკრაინაზე რაკეტები გაუშვა, სპეციალურად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით. უკრაინას ჰქონდა და აქვს თავის დაცვის ყველა უფლება.

ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ დღეს თქვა, რომ 15 ნოემბერს პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა, რამაც 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვას უკავშირდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…