თეგეტა მოტორსის ნოემბრის შეთავაზებები სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსებისათვის
ზამთრისთვის მოსამზადებელი პერიოდი შემოდგომის ბოლოს განსაკუთრებით აქტიური ხდება. ცივი დღეები სულ უფრო ახლოვდება და უსიამოვნებების ასარიდებლად თქვენი ავტომობილი სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.
ტემპერატურის ცვლილება სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების სხვადასხვა დეტალზე აისახება, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა.
ზამთრის სეზონთან შესახვედრად თეგეტა მოტორსმა ნოემბერში სხვადასხვა შეთავაზება სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების მფლობელებისთვის მოამზადა.
სპეციალური ფასები საბურავებზე
მსუბუქი ავტომობილისგან და მიკროავტობუსისგან განსხვავებით, სატვირთო ავტომობილს არ გააჩნია სეზონური საბურავები, რაც ავტომატურად ზრდის ამ პროდუქტის მაღალი ხარისხის აუცილებლობას — ამ შემთხვევაში აქცენტი მის გამძლეობაზე უნდა გაკეთდეს.
თეგეტა მოტორსში ნოემბერში სატვირთო ავტომობილების საბურავების შერჩეულ ბრენდებზე სპეციალური ფასები მოქმედებს. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, საბურავების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.
25%-იანი ფასდაკლება რადიატორებზე
საბურავებთან ერთად ასევე ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს სატვირთო ავტომობილების გაგრილების სისტემა და განსაკუთრებით რადიატორის მდგომარეობა. ზამთრის დადგომამდე რეკომენდებულია მისი შემოწმება, ხოლო დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია მისი შეცვლა.
თეგეტა მოტორსის ფილიალებში ნოემბერში NRF-ის რადიატორებზე 25%-იან ფასდაკლება დაგხვდებათ. აქცია ვრცელდება როგორც სატვირთო ავტომობილებზე, ისე მიკროავტობუსებზე.
25%-იან ფასდაკლება ზეთებზე
ხარისხიანი ზეთი ერთ-ერთი მთავარი პირობაა ავტომობილის გამართულობისთვის. სატვირთო ავტომობილების ზეთები განსხვავდება დანამატების შემადგენლობით, რაც განპირობებულია ძრავის, მუშაობის პირობების განსხვავებულობით.
ნოემბერში თეგეტა მოტორსი პრემიუმ ბრენდის Motul-ის ზეთებზე 25%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ. აქციით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სატვირთო ავტომობილის, ისე მიკროავტობუსის მფლობელებს.
ფასდაკლება აკუმულატორებზე
მძიმე ტვირთის ტრანსპორტირებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ძაბვას, საწყის დენს, სიმძლავრეს და ასევე აკუმულატორის რესურსს. შემოდგომის ბოლო თვეს თეგეტა მოტორსმა ამ მხრივაც საინტერესო აქცია შემოგვთავაზა — სატვირთოებისთვის 20%-იანი ფასდაკლება AUTO POWER-ის ბრენდის აკუმულატორებზე, ხოლო მიკროავტობუსებისთვის 20%-იანი ფასდაკლება ყველა ბრენდის აკუმულატორზე.
უფასო სერვისები
თეგეტა მოტორსის შეთავაზებების პერიოდში შერჩეულ ფილიალებში უფასო სერვისების აქციაც იმოქმედებს, რომლის ფარგლებშიც უფასოდ შეძლებთ ფილტრებისა და ხუნდების შეცვლას, ასევე სავალი ნაწილის შემოწმებას.
სერვისებით სარგებლობისას თეგეტა მოტორსში თქვენს ავტომობილებზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.
შეთავაზებებით სარგებლობა თეგეტა მოტორსის ყველა ფილიალში ნოემბრის ბოლომდეა შესაძლებელი.
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არიან: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები