ანდჟეი დუდა

17 Nov. 2022, 21:04

მე ველაპარაკე პრეზიდენტ ზელენსკის. ეს უკრაინისთვის უაღრესად მძიმე ვითარებაა და დიდი ემოციებია, ასევე დიდი სტრესია. შეგახსენებთ, რომ ამ ბოლო დღეებში უკრაინა რუსეთის მხრიდან უკიდურესად მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშ იყო. რუსეთმა დაუნდობლად და სასტიკად გაისროლა რამდენიმე ასეული რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ. 

ეს რაკეტები ჩამოვარდა უკრაინის ქალაქებში, ფაქტობრივად, მთელ უკრაინაში, მათ შორის დასავლეთ უკრაინაში, ასევე ჩვენს საზღვართან. დაიღუპა ხალხი, რიგითი მოქალაქეები, არა უკრაინელი ჯარისკაცები, არამედ ჩვეულებრივი, მშვიდობიანი მოქალაქეები. ასე რომ, ეს უკიდურესად რთული ვითარებაა. 

არავისთვის არის უცნაური, რომ არის ემოციები, რომ არის პრეზიდენტის ემოციები. პრეზიდენტი ასევე ძალიან მძაფრად აღიქვამს იმას, რაც ხდება მისი ქვეყნის საზოგადოებაში, რომელმაც აირჩია ის ამ თანამდებობაზე, რისთვისაც ის პასუხისმგებლობას გრძნობს. [...]

ჩვენი აზრით და ექსპერტების აზრით, სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა. ეს რაკეტა არ იყო მიმართული პოლონეთზე, ეს არ იყო ის შემთხვევა, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს როგორც თავდასხმა პოლონეთზე. 

ჩვენს საზღვრებს იქით არის ომი. რუსეთმა რამდენიმე ასეული რაკეტა გაუშვა უკრაინისკენ, უკრაინა თავს იცავდა და ამ ქმედებების დროს, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. არავის სურდა ვინმესთვის პოლონეთში ზიანი მიეყენებინა, მითუმეტეს არავის სურდა ვინმეს მოკვლა. 

ეს უბრალოდ ტრაგედიაა, გარკვეულწილად ჩვენი საერთო ტრაგედია, ყველაზე დიდი ტრაგედია მათთვის, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები — მამები, ქმრები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…