"ეს არის სივრცე, სადაც ყველას შეუძლია თავისი თეატრი იპოვოს" — ზაალ ჩიქობავა
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
Show and Dinner ანუ ვახშამი სანახაობით — სივრცე, სადაც წარმოდგენით ტკბობას ვახშმის თანხლებით შეძლებთ, სულ ახლახან გაიხსნა.
თეატრი წისქვილი ჯგუფის მულტიფუნქციური სივრცეა, რომელსაც საქართველოში და, მეტიც, ამიერკავკასიაში ანალოგი ჯერ არ აქვს. ამიტომ, მის უკეთ გასაცნობად და იმის გასარკვევად, თუ რა ტიპის სანახაობებს შემოგვთავაზებს სივრცე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ზაალ ჩიქობავას დავუკავშირდით.
რა კონცეფციას ეფუძნება წისქვილი ჯგუფის ახალი სივრცე — თეატრი და რას უნდა ველოდოთ მისგან?
დასავლეთში ამგვარი სივრცეებს Dining Theatre-ს უწოდებენ, რაც სანახაობასთან ერთად სტუმრების ვახშმით გამასპინძლებასაც გულისხმობს. თეატრიც სწორედ ამ კონცეფციას ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ აქ ერთნაირად მნიშვნელოვანია სანახაობა და გასტრონომია.
თეატრში ყველაფერი შეიძლება ნახოთ საბალეტო თუ საოპერო წარმოდგენა, მიუზიკლი, კლასიკური და თანამედროვე მუსიკოსების კონცერტი, დაესწროთ ფესტივალს, გალა ვახშამს, კორპორაციულ ღონისძიებას, ტრენინგს, კონფერენციას, ქორწილს, დაბადების დღეს, ერთი სიტყვით, აქ ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებაა შესაძლებელი. სივრცეც იმგვარადაა მოწყობილი, რომ ის შინაარსისა და თემის მიხედვით მარტივად გარდაიქმნას. ის, რაც უცვლელი იქნება, არის სცენა — ვფიქრობ, სწორედ მისი ინსპირაციით, მის გარშემო აეწყობა ყველა ღონისძიება და მეტ თეატრალურობას შესძენს მათ.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
ვის შეეძლება თეატრით სარგებლობა, ვისთვისაა ის განკუთვნილი?
თეატრი არის სივრცე ყველასთვის — აქ ყველას შეუძლია თავისი თეატრი იპოვოს და უნიკალური გამოცდილება მიიღოს. ჩვენი მულტიფუნქციური სივრცე ე.წ. მოწვევის პრინციპზე იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ ეყოლება ერთი უცვლელი დასი, ის სხვადასხვა შემოქმედებით ჯგუფს უმასპინძლებს. თეატრით სარგებლობა შეეძლებათ მათაც, ვინც თავად მოისურვებს აქ ღონისძიებისა თუ სანახაობის გამართვას. მათ თეატრის გუნდი უმასპინძლებს და ორგანიზების პროცესში და დარბაზის შესაძლებლობების სრულად ათვისებაში დაეხმარება. გამორჩეულ ვახშამს კი ჩვენი სამზარეულო შესთავაზებს.
რაც მთავარია, დარბაზი სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე განათებისა და აუდიო სისტემებით და სხვა საჭირო ინვენტარით. ეს კი შესაძლებელს ხდის თეატრმა ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებებს უმასპინძლოს.
თეატრის ოფიციალური გახსნა 25 ნოემბერს იგეგმება, რას შესთავაზებთ ამ დღეს სტუმრებს?
გახსნის საღამო ძალიან დასამახსოვრებელი იქნება. პირველ წარმოდგენას The Show დავარქვით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუმრებს მართლაც განსაკუთრებული შოუ ელით. წინასწარ ბევრს ვერაფერს გაგიმხელთ, მაგრამ გეტყვით, რომ მის შექმნაში ჩართული არიან საუკეთესო დამდგმელი მხატვრები და ქორეოგრაფები. მასში მონაწილეობას კი ხელოვნების სფეროს ბევრი გამორჩეული წარმომადგენელი იღებს, მათ შორის, ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ანანიაშვილი თავისი საბალეტო დასით.
და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიყვარებს თეატრს ქართული საზოგადოება?
წისქვილი ჯგუფს უკვე 20 წლიანი ისტორია აქვს და მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ყველა მიმართულება ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩევა. დარწმუნებული ვარ, თეატრიც თავისი ხარისხისა და უნიკალურობის დამსახურებით, ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და საყვარელ ადგილად იქცევა. ამასთან ერთად, მჯერა, რომ თეატრი ახალ სიტყვას იტყვის ხელოვნების სფეროში და ის იქცევა ახალი იდეების დაბადების, ექსპერიმენტებისა და გამოცდილების გაზიარების ჰაბად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები