სტუდენტური მოძრაობა წერს, რომ პროტესტის შედეგად, თსუ საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს
მოძრაობა წერს, რომ ამისთვის უნივერსიტეტში ორი სამუშაო კომისია შეიქმნა, რომელიც სტუდენტებთან ერთად, მიწისა და კალკულაციის საკითხებს შეისწავლის, დასკვნის საფუძველზე კი სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თსუ-მ გამოცდების დასწრებად რეჟიმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო — სტუდენტები დისტანციურ რეჟიმს ითხოვდნენ და თბილისში ბინის დაქირავების პრობლემებზე საუბრობდნენ.
- უნივერსიტეტი ამას არ დათანხმდა და სტუდენტებს საერთო საცხოვრებლები, ასევე ქუთაისსა და ახალციხეში ჩაბარება შესთავაზა, რამაც პროტესტი უფრო გაამწვავა.
- ბაგების საერთო საცხოვრებელში არსებულ პრობლემებზე მიუთითა სახალხო დამცველმაც და იქ არსებული მდგომარეობა ღირსების შემლახველად შეაფასა.
დეტალები: მათი თქმით, 17 ნოემბერს ორი პოტენციური ობიექტი დათვალიერდა — მე-11 კორპუსის (განივის) გვერდით მდებარე ე.წ. ხიმინჯები და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ძველი შენობა.
- ამბობენ, რომ პირველ ობიექტზე, რომლის ფართობიც 5 000კვ.მ-ია, კონსტრუქციის გამოყენება მიზანშეწონილი არაა, ამიტომ, საჭიროა მისი დაშლა და ახლის აშენება, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული.
- სტუდენტების განცხადებით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლებმა თქვეს, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი ამ ეტაპზე ამ ხარჯებს ვერ დაფარავს.
- "ამიტომ, ჩვენი, მაისის სტუდენტური მოძრაობის, პოზიციაა, სახელმწიფოს ჩართულობით მოხდეს ამ ობიექტის სამომავლო პერსპექტივაში განხილვა და მის ადგილზე ფართომასშტაბიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლისთვის საჭირო რესურსების მობილიზება", — ამბობენ ისინი.
მეორე ობიექტი: სტუდენტები აღნიშნავენ, რომ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის მომავალ პოტენციურ სტუდენტურ საერთო საცხოვრებლად განიხილება და ახლანდელი მოცემულობით, 118 ოთახს მოიცავს.
- მათი თქმით, ოთახების ნაწილი სამეურნეო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული, ხოლო ნაწილში საერთო სტუდენტური სივრცეები, დაახლოებით 80-90 ოთახი კი საცხოვრებლად არის გამიზნული.
- დასძენენ, რომ ობიექტის შემოწმებისა და ნებართვის მიღების შემდეგ, შესაძლებელია სართულის დაშენება, რაც დამატებით 60 ოთახს (120 ადგილს) უზრუნველყოფს.
სტუდენტურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მოსაზრებები და პოზიციები, რომელიც, მათი აზრით, უმჯობესია საწყის ეტაპზე იყოს გათვალისწინებული, კომისიასთან ადგილზევე დააფიქსირეს.
- კერძოდ, მიუთითებენ, რომ საცხოვრებელი, რომლის მშენებლობაზეც მუშაობა უკვე დაიწყო, მასშტაბებიდან გამომდინარე, მხოლოდ საწყისი და აუცილებელი პირობაა მიზნის მისაღწევად, თუმცა საკმარისი არ არის.
- "პირველი საცხოვრებელი უნდა აშენდეს იმ განწყობით, რომ, პარალელურად, სახელმწიფო და უნივერსიტეტი დაიწყებენ ზრუნვას მეორე, ფართომასშტაბიანი საცხოვრებლის მშენებლობაზე".
- ხაზს უსვამენ, სტუდენტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობასაც, რათა, მათი თქმით, მიიღწეს მთავარი მიზანი — საერთო საცხოვრებელი ყველა სტუდენტისთვის.
გარდა ამისა, ამბობენ, რომ 21 ნოემბერს, 13:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 22 ნოემბერს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარიგებენ პროკლამაციებს და გამართავენ სტუდენტებთან შეხვედრას.
- "მომავალში მივალთ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც, ვინაიდან, ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ ყველა სტუდენტისთვის საქართველოში", — აცხადებს სტუდენტური მოძრაობა.
რას ამბობენ თსუ-ში: On.ge-ს უნივერსიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ორი კომისია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ჯაბა სამუშიას უშუალო მითითებით შეიქმნა და ის სტუდენტებით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებითა და პროფესორ-მასწავლებლებითაა დაკომპლექტებული.
- მათი ცნობით, ერთი კომისია საცხოვრებლების სავარაუდო ადგილმდებარეობას, შენობებს განიხილავს, ხოლო მეორე, კალკულაციას.
- თსუ-ში ამბობენ, რომ სამუშიამ კომისიას რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია შესთავაზა, თუმცა, თავის მხრივ, კომისიას ალტერნატიული ფართის შეთავაზების პრეროგატივა ჰქონდა.
პრესსამსახურის განმარტებით, რამდენიმე ობიექტი დათვალიერდა, სავარაუდოდ ერთი შეირჩა და აქვე აღნიშნავენ, რომ ეს საბოლოო შერჩევა არ არის. მათი თქმით, ობიექტი სამხარაულის ბიურომ უნდა შეამოწმოს და დასკვნის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოები დაიწყება.
- გარდა ამისა, უნივერსიტეტში ამბობენ, რომ აქტიურ კომუნიკაციაში არიან სამინისტროსთან და აპირებენ, საერთო საცხოვრებლის პროექტირება თუ მშენებლობა, საკუთარი, შიდა რესურსების მობილიზებით განახორციელონ.
- მათივე თქმით, კომისია რამდენიმე დღეში ოფიციალური განცხადების გაკეთებას აპირებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები