6 მსახიობი, რომელსაც თავისი შესრულებული როლი გულზე არ ეხატება
ფოტო: THEO WARGO; GETTY IMAGES
ჰოლივუდის მსახიობებს ისევე შესანიშნავად გამოსდით თავიანთი ფილმების პიარკამპანიაში ჩართვა და ქება, როგორც უშუალოდ კინოპროექტში მონაწილეობა და სხვადასხვა გმირის როლის მორგება. ამის გათვალისწინებით, საზოგადოება ალბათ ფიქრობს, რომ ვარსკვლავები ყოველთვის აღფრთოვანებულები არიან იმ როლებით, რომლებიც შეასრულეს, თუმცა ამ მსახიობების მაგალითზე დარწმუნდებით, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის.
მაშ ასე, ნახეთ ჰოლივუდის 6 მსახიობი, რომელსაც წარსულში შესრულებული როლი მაინცდამაინც გულზე არ ეხატება:
1. მეგან ფოქსი
მეგან ფოქსმა მსოფლიო პოპულარობა ტრანსფორმერების ფილმებში მონაწილეობით მოიპოვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ პროექტზე მუშაობა მსახიობისთვის საკმაოდ არასასიამოვნო პროცესი იყო. მეგანს განსაკუთრებით არ მოსწონდა რეჟისორ მაიკლ ბეის დამოკიდებულება მის მიმართ.
"ნაპოლეონივითაა და უნდა, რომ რაღაც არანორმალური, გიჟი ტიპის რეპუტაცია შეიქმნას," — განაცხადა მსახიობმა მაიკლ ბეის მისამართით. — "'სექსუალური იყავი'. მსგავსი მითითებები ხშირად მიმიღია გადასაღებ მოედანზე. 'მაიკ, ვის ვესაუბრები? საით უნდა ვიყურებოდე?' ის კი მპასუხობს — 'უბრალოდ სექსუალური იყავი.' ვგიჟდები, როცა ადამიანები ასე მელაპარაკებიან."
2. ბლეიკ ლაივლი
ბლეიკ ლაივლი გახმაურებულ სერიალში ჭორიკანა კეთილი, თუმცა ქარაფშუტა სერენა ვან დერ ვუდსენის როლს ასრულებდა, რომელიც მაინცდამაინც არც ინტელექტითა და არც ემოციური სიმწიფით არ გამოირჩეოდა, სწორედ ამიტომ, როგორც აღმოჩნდა, ბლეიკს თავისი გმირი არ მოსწონდა.
"ხალხს მოსწონდა, თუმცა მე ყოველთვის ვგრძნობდი, თითქოს დიდ დათმობაზე მივდიოდი საკუთარ თავთან, როცა ამ როლს ვასრულებდი — მსურდა, უკეთესი მესიჯი გამეჟღერებინა ჩემი გმირის საშუალებით. ნამდვილად არ ვიამაყებდი, ისეთი ადამიანი ვყოფილიყავი, რომელიც ვიღაცას კოკაინს აძლევს და მის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, ვიღაცას ესვრის და სასიკვდილოდ ჭრის და ვიღაცის შეყვარებულთან სძინავს," — განაცხადა ბლეიკმა.
3. ზაკ ეფრონი
როგორც აღმოჩნდა, ზაკ ეფრონიც ნანობდა ძალიან პოპულარულ High School Musical-ში მონაწილეობას. მსახიობმა ტროი ბოლტონის როლის შესრულებით კი საყოველთაოდ გაითქვა სახელი, თუმცა ის ფაქტი აღარ მოსწონდა, რომ სულ მსგავს როლებს სთავაზობდნენ სხვადასხვა კინოპროექტში და მრავალფეროვანი არჩევანი არ ჰქონდა.
"ალბათ 17 წლის ვიქნებოდი და განვაცხადე, 'ხალხო, ხომ იცით, რომ ეს როლი არაა ის, რომლის შესრულებაც მთელი ჩემი ცხოვრება მინდა?' — 'მართლა?' — იყო მათი პასუხი."
4. ევანჯელინ ლილი
ევანჯელინ ლილიმ ყველას თავი შეაყვარა სერიალ Lost-ში ქეითის როლის შესრულებით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მსახიობი გაღიზიანებისგან ძლივს იკავებდა თავს, რომ სერიალის სცენარი კედლისთვის არ ესროლა.
"ჩემი გმირი სრული დამოუკიდებლობიდან — თავისი ისტორიის, გეგმებისა და თავგადასავლის ქონიდან — გადააქციეს ქალად, რომელიც ორ კაცს წინ და უკან დასდევდა კუნძულის ირგვლივ და ეს საშინლად მაღიზიანებდა."
5. ჯეიმი დორნანი
ჯეიმი დორნანი საზოგადოებამ კრისტიან გრეის როლის შესრულების შემდეგ გაიცნო და შეიყვარა, თუმცა, თავად მსახიობის თქმით, ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა თავს ამ გმირის განსახიერებისას.
"ჩემგან ძალიან შორს იყო ეს გმირი, და ხანდახან მიჭირდა ამასთან შეგუება."
6. შეილინ ვუდლი
შეილინ ვუდლის მაყურებელი Divergent-ის ფილმებიდან და სერიალიდან Big Little Lies იცნობს, თუმცა მანამდე მსახიობი წლების განმავლობაში The Secret Life of the American Teenager-ში მონაწილეობდა. როგორც შეილინი იხსენებს, ეს პროცესი მისთვის გამოწვევებით სავსე იყო და სცენარში ბევრ რამეს არ ეთანხმებოდა.
"ისეთი შეხედულებებისა და რწმენის გატარებას ცდილობდნენ, რაც ჩემი საკუთარისაგან ძალიან განსხვავდებოდა. ლეგალური თვალსაზრისით კი, მაინც ამ სერიალით ვიყავი შებოჭილი. მასზე მუშაობა დღემდე ყველაზე რთულ გამოცდილებად რჩება, რაც კი ოდესმე მიმიღია."
ამავე თემაზე:
6 მსახიობი, რომელსაც თავისი შესრულებული როლი მთელი გულით სძულს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა






კომენტარები