ვოლოდიმირ ზელენსკი

24 Nov. 2022, 11:58

დღეს ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.
რუსეთმა კი თითქოს მთელი მსოფლიო არაფრად ღირს — სარაკეტო თავდასხმები განაგრძო.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა მხარდაჭერის კიდევ ერთი პაკეტი 400 მილიონი დოლარის ოდენობით. ყველაფერი რაც საჭიროა, რათა დავიცვათ სიცოცხლე და თავისუფლება. და რუსეთმა გამოიყენა რაკეტები სხვა საავადმყოფოზე მორიგი თავდასხმისთვის და მოკლეს... ბავშვი.

დღეს ჩვენ ვმუშაობთ, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენს ხალხს ჰქონდეს სითბო, ელექტროენერგია და კომუნიკაციის საშუალებები. რუსეთი კი იყენებს 67 რაკეტას, რათა შეუტიოს უკრაინის მასშტაბით ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლისთვის საბაზისო საჭიროებებს და იწვევს სიბნელეს მთელი უკრაინის მასშტაბით.

დღეს ჩვენმა გუნდმა კიდევ 36 უკრაინელის დაბრუნება მოახერხა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს ხალხს და აუცილებლად დავაბრუნებთ ყველა პატიმარს და დეპორტირებულს.

რუს ოკუპანტებს ჯერ კიდევ არ ესმით, რომ მხოლოდ დღევანდელი დღე აქვთ, ჩვენ კი აუცილებლად გვექნება მომავალი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
  3. ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
  4. ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
  5. როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…