მწვანე ბანაკის კლუბი — არაფორმალური ურთიერთობების ახალი გამოცდილება
ფოტო: მწვანე ბანაკი
თბილისში მწვანე ბანაკის კლუბი გაიხსნა. სივრცე, სადაც ბავშვებს, მოზარდებსა და მშობლებს არაფორმალურ გარემოში საინტერესო აქტივობები და ურთიერთობები დახვდებათ.
მწვანე ბანაკი უკვე მეექვსე წელია მუშაობს არაფორმალური განათლების მიმართულებით, აორგანიზებს საბავშვო განმავითარებელ, სათავგადასავლო ბანაკებსა და ლაშქრობებს.
ოქტომბრამდე ზამთრისა და ზაფხულის ბანაკებისა და ერთჯერადი ლაშქრობების სერვისს სთავაზობდა მომხმარებლებს. შემოდგომიდან კი, თბილისში მცხოვრები ბანაკელებისთვის და არა მხოლოდ, მუდმივი სივრცე გაიხსნა, სადაც თავისუფალი დროის ძალიან ნაყოფიერად და სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობა აქვთ ბავშვებსაც და მშობლებსაც.
ფოტო: მწვანე ბანაკი
მწვანე ბანაკის კლუბს ნაფეტვრებში უკვე სტაბილური სივრცეა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებისა და მშობლების ინტერესებზე მორგებული დღის წესრიგი და გეგმაა შემუშავებული.
მწვანე ბანაკის დამფუძნებელი მაკუნა გოჩიაშვილი გვიამბობს კლუბის იდეის ჩამოყალიბებისა და მომსახურებების შესახებ:
"მწვანე ბანაკის კლუბის შექმნა დაგროვილმა გამოცდილებამ და ბანაკელების მშობლებისა და ბავშვების დიდმა სურვილმა განაპირობა. მოთხოვნა, შექმნილიყო მუდმივი, არაფორმალური ურთიერთობის, თავშეყრის ადგილი, ბანაკის დაარსებიდანვე დიდი იყო და პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა. ჩვენი დაარსების მეექვსე წლის თავზე, ეს უკვე შევძელით და შევქმენით გარემო, რომელიც მწვანე ბანაკის მუდმივი შტაბი იქნება, ფეხს აუწყობს თანამედროვე ბავშვისა თუ თინეიჯერის საუკეთესო ინტერესებს, გააძლიერებს მშობლებს და იქნება მათი მხარდამჭერი. კლუბისთვის სივრცე შევარჩიეთ ქალაქიდან ოდნავ მოშორებით, ნაფეტვრებში, შიდა და გარე სივრცე დიდი ენთუზიაზმით მოვაწყვეთ და ოფიციალური გახსნისთვის მოვემზადეთ".
მწვანე ბანაკის კლუბი ოფიციალურად 9 ოქტომბერს გაიხსნა.
კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ 6-დან 16 წლამდე მოზარდებს, მშობლის ნებართვით, აგრეთვე კლუბის წევრობა მშობლებსაც შეეძლებათ. მუდმივი წევრობის გარდა, ცალკეულ ღონისძიებაზე, კლუბზე, ან ტრენინგზეც შესაძლებელია დასწრება.
კლუბი რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს:
ფოტო: მწვანე ბანაკ
კლუბები
ყოველ შაბათს კლუბის დღეა, კლუბების აქტივობები განკუთვნილია როგორც 6-11 წლის ბავშვებისთვის, ასევე 12-16 წლის მოზარდებისთვის:
- იოგა
- სახალისო მეცნიერება
- არტ-თერაპია
- პიროვნული განვითარების ტრენინგი
- კულინარია
- მებაღეობა
- სამაგიდო თამაშები
- ინტელექტ კლუბი
- წიგნის კლუბი
კლუბებით დატვირთული შაბათი დღე, საშუალებას აძლევს მოზარდსა და მშობელს ერთი უქმე დღე საინტერესოდ დაგეგმოს. შეკრების ახალი ადგილი, უგაჯეტო და ჯანსაღ გარემოში საშუალებას გაძლევს შენს საჭიროებებზე მორგებული გახადო ის, გაიცნო, ისაუბრო, გაერთო, ისწავლო, დაეხმარო, ან უბრალოდ დაისვენო.
და არც ის არის აუცილებელი იყო კლუბის მუდმივი წევრი, ერთჯერადადაც ყველასთვის ღიაა ნაფეტვრების ჭიშკარი. კლუბები მისი წევრების დამოუკიდებლობის უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს, იქნება ეს სადილის მომზადება, მცენარეების მოვლა, თუ ცხოველების, სივრცის მოწყობა და მოწესრიგება. მასში თითოეული წევრის თანაბარი ჩართულობა იქნება წახალისებული, ასაკის განურჩევლად.
დაბადების დღეები
ფოტო: მწვანე ბანაკი
კლუბის სივრცეში დაბადების დღის აღნიშვნა, ასევე, ბავშვების სურვილით არის ნაკარნახევი. სტანდარტული დაბადების დღის ცენტრისგან განსხვავებით, კლუბი უფრო მეტად ოჯახურ და მყუდრო სივრცეს ქმნის იუბილარისთვის, საზეიმო განწყობასთან ერთად, ცხადია. იუბილარსა და მის სტუმრებს წინასწარ დაგეგმილ განსხვავებულ და საინტერესო პროგრამას ასაკის შესაბამისად სთავაზობს კლუბი.
ფოტო: მწვანე ბანაკ
წვეულებები
თემატური დღესასწაულები და მნიშვნელოვანი თარიღები კლუბს ძალიან უყვარს. ასეთი დღეებისთვის მზადებას დიდი ხნით ადრე იწყებენ და აანონსებენ. საზეიმო განწყობა, მუსიკა, განათება, გრილზე მომზადებული კერძები და ლამაზი ხედით ტკბობა მათ ბონუსად მოჰყვებათ.
ტრენინგები/შეხვედრები
ტრენინგებისა და შეხვედრების მიმართულება 2 ნაწილად იყოფა:
თინეიჯერებისთვის — ეს იქნება პიროვნული განვითარების პროგრამა, რომელსაც მწვანე ბანაკის ლიდერები, სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკები შეადგენენ და გაუძღვებიან.
მშობლებისთვის კი პერიოდულად დაიგეგმება შეხვედრები მოწვეულ ფსიქოლოგთან. მისი თემები ბავშვის ქცევის მართვის თავისებურებებს შეეხება, მშობლების ახლანდელ გამოწვევებსა და სირთულეებს გააერთიანებს.
შეხვედრების მიზანს მშობლების გაძლიერება, მხარდაჭერა და ცოდნის გაზიარება წარმოადგენს.
მოწვეული სტუმრის დღე
თვეში ერთხელ კლუბს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ესტუმრებიან. მწერლები, მებაღეები, მომღერლები თუ მსახიობები მათ საკუთარ გამოცდილებებს გაუზიარებენ, ბავშვებს სხვადასხვა ვორქშოფს ჩაუტარებენ, ან ცხარე დისკუსიებს მოაწყობენ თინეიჯერებთან ერთად.
მწვანე ბანაკის კლუბში ნებისმიერ აქტივობაზე დასწრებისთვის ტრანსპორტირება უფასოა მეტროსადგურ უნივერსიტეტიდან.
"ჩვენი პრიორიტეტი, თავისუფალი, ჯანსაღი და შემოქმედებითი გარემოს შექმნაა, სადაც მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალურ ურთიერთობებს, ურთიერთპატივისცემას, ბავშვის პიროვნულ განვითარებას და მის საჭიროებებზე მორგებულ აქტივობებს", — ამბობენ კლუბის დამფუძნებლები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები