მარიამ ჯიშკარიანი

25 Nov. 2022, 12:13

ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებით, ჩვენ გუშინაც გვქონდა ამაზე მსჯელობა, დიდი ალბათობით, და ვიხრებით იმ მოსაზრებისკენ და ეს საექსპერტო დასკვნაში უკვე წერია, რომ ინტოქსიკაციას აქვს ადგილი და შესაძლებელია ადამიანის გარდაცვალება ნებისმიერ მომენტში. ამიტომ, ახლა დრო არც სასამართლოების და არც სხვაგვარი მსჯელობების არ არის. გონს მოუხმოს ყველამ, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვისაც ბერკეტი გააჩნია. პირველ რიგში, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, აიღოს პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. 

[...] დასკვნა არის 188-გვერდიანი, შესწავლილია 3 ათასი გვერდი დოკუმენტაცია, მიღებულია ამერიკის თმის ექსპერტიზის დასკვნა. ყველა ამ დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე ვასკვნით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი, დიდი ალბათობით, არის ინტოქსიკაცია და იგი უსაფრთხოების, სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, დაუყოვნებლივ საჭიროებს განთავისუფლებას.

[...] თმის ღერში აღმოჩენილია ბისმუტი, ბარიუმი და ვერცხლისწყალი, აქედან ვერცხლისწყლის კონცენტრაცია ლიმიტირებულ ზღვარს გაცდენილია 42%-ით, ბისმუტის კონცენტრაცია 100%-ით, ბარიუმის დაახლოებით 20%-ით. კიდევ სხვა რა ქიმიური შენაერთებია, ამას სხვა საქართველოში ვერავინ დაადგენს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…